Search
Or
სიმინდის წვნიანი
30-60 Min
საშუალო
მსუბუქი
1
201-500 Kcal

წვნიანისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული ან ცოცხალი სიმინდი.

ingredients
100 100 გრ. სიმინდი
100 100 გრ. კარტოფილი
20 20 გრ. კარაქი
20 20 გრ. ზეითუნის ზეთი
10 10 გრ. ჯინჯერი
10 10 გრ. ნიორი
10 10 გრ. კუმინი
10 10 გრ. წითელი წიწაკა
10 10 გრ. ხმელი ქინძი
2 2 სამეფო კრევეტი მთლიანი ჯავშნით
step 1
მოვშუშოთ ხახვი დაბალ ცეცხლზე, ზეთში. ჩავამატოთ 1 კბილი გახეხილი ნიორი და ჯინჯერი. დავასხათ წყალი ან ბულიონი და დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი.
step 2
შემდეგ ეტაპზე ვამატებთ სიმინდის კონსერვს. კარტოფილი რომ გამზადდება, წამოადუღეთ კიდევ ერთხელ და გადმოდგით ცეცხლიდან, დააბლენდერეთ და შეაზავეთ კუმინით, ხმელი ქინძით და წითელი წიწაკით.
step 3
შეგიძლიათ ნებისმიერი კრევეტი გამოიყენოთ, ვეფხისებური იქნება თუ სამეფო, ჯავშნიანი თუ ჯავშნის გარეშე, მნიშნველობა არ აქვს. გაასუფთავეთ ისინი ჯავშნის და ნაწლავისგან, მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი, ჩაყარეთ დარჩენილი ნიორი (გაჭყლეტილი) და კრევეტები, რომ შეწითლდება გადმოაბრუნეთ და ჩაამატეთ კარაქი.
step 4
ორივე მხრიდან შეწითლებული კრევეტები გადმოიღეთ თეფშზე.

How To Serve

სერვირებისათვის მოიტოვეთ რამდენიმე მარცვალი სიმინდი. წვნიანის თეფშზე გადატანის შემდეგ მოაყარეთ სიმინდი და ჩააწყვეთ კრევეტები.გააფორმეთ ქინძის ფოთლებით და ზეითუნის ზეთის წვეთებით.

Useful Tips

ლაიმის ცედრისა და წვენის დამატებით შეგიძლიათ შემატოთ კერძს მექსიკური ელფერი.