Search
Or
კლაფუტი

კლაფუტი მსუბუქი, საზაფხულო დესერტია ლიმუზენის რეგიონიდან, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთიდან. კლაფუტი მთელი ალუბლების და კრეპის ცომის მობრაწულაა, რომელსაც კერამიკულ ან შუშის საცხობ ყალიბშივე მიართმევენ სუფრასთან. ტრადიციულად ალუბლებს კურკებს არ აცლიან, რადგან ხილში შენარჩუნდეს წვენი და გემო, ასევე კურკა განსაკუთრებულ სურნელს და არომატს სძენს დესერტს. ეს უბრალო, ოჯახური დესერტი აუცილებლად მოგაწონებთ თავს, მომზადების სიმარტივით და განუმეორებელი გემოთი. 

დაგჭირდებათ:
400 - 500 გ ალუბალი
4 კვერცხი
100 გ შაქარი
1 ს.კ ვანილიანი შაქარი
85 გ ფქვილი
მწიკვი მარილი
500 გ რძე
1 ს.კ ალკოჰოლი სურვილისამებრ (ალუბლის ლიქიორი ან რომი)
10 გ კარაქი ყალიბისთვის
შაქრის პუდრი მოსაყრელად

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ფაფუკი მასის მიღებამდე.

ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, ურიეთ შეუჩერებლად. სულ ბოლოს ჩაასხით რძე და ალკოჰოლი, კარგად გადაურიეთ. გამოგივათ ბლინის ცომის მსგავსი კონსისტენციის მასა.

შუშის ან კერამიკულ ყალიბს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ 1 ს.კ შაქარი. ჩაალაგეთ ალუბალი, ფრთხილად დაასხით ცომი. აცხვეთ 30 - 40 წუთი ქვედა სიმხურვალით, კიდევ 10 წუთი ზედა-ქვედა რეჟიმით, ვიდრე ცომი არ გამყარდება ყალიბის ცენტრში და ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება. ოდნავ შეაგრილეთ ნამცხვარი და მოაყარეთ შაქრის პუდრი. მიირთვით თბილი ან ცივი.