ბუდას თასი

2 წთ. საკითხავი

ბუდას თასი

2 წთ. საკითხავი

ბუდას თასი

ბუდას თასი ვეგეტარიანული ან ვეგანური ინგრედიენტებისგან შემდგარი მარტივი კერძია, უმეტესად სერვირებულია ცივი ან თბილი. 

ბუდას თასში შემავალი 6 კომპონენტი შეიცავს ყველა სასარგებლო ნუტრიენტს, რომელიც დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ:
მარცვლეული - Ბრინჯი, ქინოა ან სრულმარცვლოვანი ხორბლის ნაწარმი.
მცენარეული პროტეინი - ტოფუ, პარკოსნები...
ცოცხალი (ან გამომცხვარი) ბოსტნეული, ხილი.
მწვანილეული ან ღივები.
თხილები და თესლები.
სოუსი.

2 ულუფა ბატატის და ქინოას ბუდას თასის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


ქინოა 1/3 ჭიქა
მოხარშული ან კონსერვირებული მუხუდო ½ ჭიქა
ბატატი1 ცალი
ხახვი 1 ცალი
რუკოლა ½ კონა
მიკრომწვანილი 2 ს.კ
გოგრის თესლი 1 ს.კ
სოუსისთვის : 2 ს.კ ტაჰინი, 1 ს.კ თაფლი, ½ ლიმონის წვენი, 1-2 ს.კ წყალი, მარილი, პილპილი გემოვნებით. 
 

 

მოვხარშოთ ქინოა. ბატატი დავჭრათ კუბებად, ხახვი გავჭრათ ოთხად. საცხობ ფირფიტაზე მოვათავსოთ ბატატი, ხახვი და მუხუდო, მოვასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, ვიდრე ბოსტნეული არ შეწითლდება. 



სოუსისთვის ავურიოთ ყველა ინგრედიენტი, წყალი დავუმატოთ სასურველი სისქის მისაღებად. 
ავაწყოთ თასი - გავანაწილოთ ქინოა, შემდეგ გამომცხვარი ბოსტნეული, ცოცხალი მწვანილი, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ გოგრის გული. 
 

ბუდას თასის წარმომავლობა უცნობია

ამბობენ, რომ კერძი უკავშირდება ბუდისტ ბერებს, რომლებიც ჯამით ხელში აგროვებდნენ საკვების მცირე ულუფებს ხალხში, როგორც მოწყალებას. 
როგორ ავაწყოთ ბუდას თასი - არ არსებობს ზუსტი რეცეპტი, აქ შეგიძლიათ ფანტაზიას მისცეთ სრული თავისუფლება, მთავარია დაიცვათ პრინციპი - ბაზად ვიყენებთ ბრინჯს ან სხვა მარცვლეულს.

ვამატებთ მცენარეულ პროტეინს, მაგალითად ტოფუს, მოხარშულ ლობიოს ან მუხუდოს, ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილეული აუცილებელი ინგრედიენტია. Ნებისმიერი თხილეული და თესლები, რომელიც გაქვთ მოცემულ მომენტში ან განსაკუთრებულად გიყვართ. Ბუდას თასი შეგიძლიათ მოამზადოთ წინასწარ, ხოლო სოუსი მოასხათ უშუალოდ ჭამის წინ. 


ავტორი:

ნინო მეგრელიძე

Comments