Search
Or
კონდიტერის ტოპ 5 ნივთი

ყველას მოგვიმზადებია ნამცხვარი თვალის ზომით, რაც სახლში გვაქვს იმ ინგრედიენტებით, ან სულაც ჩვენი ფანტაზიისთვის შეგვისხამს ფრთები. პროფესიონალურ სამზარეულოში საქმე სხვაგვარადაა, კონდიტერია დიდ სიზუსტეს მოითხოვს, ყველა რეცეპტი გაწერილია გრამების სიზუსტით და მნიშვნელოვანია რეცეპტის ზედმიწევნით დაცვა. სწორედ ამიტომ, სასწორის გარეშე კონდიტერის სამუშაო წარმოუდგენელია. 

შოკოლადის ტემპერირების, კარამელის თუ კრემ-მუსების მომზადებისას მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი, ერთი გრადუსის ცდომილებაც შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს. თერმომეტრი ძალიან საჭირო ნივთია სამზარეულოში, განსაკუთრებით კონდიტერისთვის.

კონდიტერის სამუშაო მაგიდაზე აუცილებლად იპოვით სხვადასხვა მასალის და ზომის სპატულებს - სილიკონის სპატულა მოსარევად, მეტალის სპატულა - კრემის ან ბისკვიტის გადასანაწილებლად, გასასწორებლად. ყველას თავისი დანიშნულება აქვს და თითოეული მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დესერტების მომზადების პროცესში. 

საკონდიტრო ტომარა და მოსართავი მილების ნაკრები ის ხელსაწყოებია, რომელთა მეშვეობით, გემრიელთან ერთად, უზადოდ გაფორმებულ დესერტებს გვთავაზობენ კონდიტერები. თუმცა, დესერტის მოსართავად ხელსაწყოების გარდა მნიშვნელოვანია აკურატულობა და სიზუსტე.

ცომის საბრტყელებელი და საჭრელი რომ არა, ვერ ვისიამოვნებდით კრუასანებით, სინაბონებით, ორცხობილებით და კიდევ ბევრი საყვარელი ტკბილეულით.

თუკი თქვენი სამზარეულოში მოღვაწეობა “თვალის ზომით” მომზადებული დესერტებიდან ახალ სიმაღლეზე გინდათ აიყვანოთ და შედარებით რთულ რეცეპტებს შეეჭიდოთ, აუცილებლად დაგჭირდებათ კონდიტერის ტოპ 5 ხელსაწყო.