Search
Or
ხილისგან დამზადებული სუნელები

სინამდვილეში, ხილის და ბოსტნეულის სუნელები საკმაოდ გავრცელებულია. რად ღირს, მხოლოდ წიწაკის გახსენება, რომელსაც იყენებენ თითქმის ყველაფერში - წვნიანებში, სალათებში, ხორცთან, თევზთან, ქათამთან და ა.შ. 

რა მოხდება, რომ სუნელი დავამზადოთ ისეთი ხილისგან, როგორიც არის - ვაშლი, ატამი, მსხალი, ან უბრალოდ ნებისმიერი კენკრა. 
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ხილის (ბოსტნეულისაც) რბილობი მალფუჭებადია, როდესაც მას ვაცილებთ დამცავ ფენას, ანუ კანს. 
თვითონ კანი, არც თუ ისე მალე კარგავს თავის თვისებებს, მითუმეტეს თუ გამშრალია. 

როგორც სუნელი, უმჯობესი იქნება გამოვიყენოთ სურნელოვანი, არომატული ხილის სახეობები და ჯიშები. ზედმეტი არ იქნება მჟავე კენკრის გამოყენებაც, როგორიც არის, მაგალითად, მოცვი. 

ხილის სოუსის ან სუნელის დასამზადებლად, მასში ამატებენ ცოტაოდენ (15-25%) კონსერვანტს - შაქარს. მურაბების მაგალითზე, ასეთ შემთხვევაში ხილის სუნელი დიდხანს ინახება. მსგავსი წესით დამზადებულ სუნელებს ასევე ამატებენ დარიჩინს, მიხაკს ან ჯანჯაფილს, გემოვნების მიხედვით. განსაკუთრებული არომატისთვის შესაძლებელია ხმელი პიტნის დამატებაც.

ძალიან გემრიელია მომჟავო მოცხარისგან და არომატული ვაშლისგან დამზადებული სუნელი, რომელიც უხდება თითქმის ნებისმიერ კერძს, განსაკუთრებით კი ხორციანს. 
იმისთვის, რომ დავამზადოთ ხილის სუნელი, საჭიროა: 
გავწუროთ მოცხარი, წვენი გამოვიყენოთ სხვა რამისთვის, დავიტოვოთ მხოლოდ კანი და რბილობის ნაწილი. 
გავფცქვნათ სურნელოვანი ვაშლი და დავიტოვოთ ნაფცქცვენები. 
მოცხარის და ვაშლის კანები შევურიოთ ერთმანეთში და დავტოვოთ გამოსაშრობად. თან დავამატოთ ყავისფერი შაქარი (მთლიანი წონის 10-15%), გემოვნებით, დარიჩინი, მიხაკი ან ჯანჯაფილი. 
როდესაც მომზადებული მასა თითქმის სრულად გაშრება - დავფქვათ საფქვავში. 
სუნელი გამოსაყენებლად მზად არის.
ამ სახეობის სუნელის შენახვა დაშვებულია 1 თვემდე, გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას. 
 

 

Expret Advices