Search
Or
რამდენი ხანი ინახება შეღებილი კვერცხი

მოხარშული კვერცხის შენახვის მაქსიმალური ვადა არის 72 საათი.
აღდგომის დღისთვის, ხშირად იღებება კვერცხების წარმოდგენელი რაოდენობა, რაც ძალიან საფრთხილოა. თუ თქვენი გათვლებით, ყველა შეღებილი კვერცხი ვერ იქნება ათვისებული კვირა დღისთვის, აჯობებს რომ მათი ნაწილი შეიღებოს უშუალოდ კვირას.

მზა კვერცხი, რომელიც მოიხარშა და შეიღება, ოთახის ტემპერატურაზე ინახება არაუმეტეს 3 დღისა. მაცივარში შენახვის მაქსიმალური ვადა არის 7 დღე, თუმცა უმჯობესია მათი საკვებად გამოყენება პირველი 4 დღის განმავლობაში. გაუზიარეთ ისინი ნათესავებს, მეგობრებს, ან მიიტანეთ ტაძარში. კვერცხის მოხარშვა დიდი ხნის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი, თუ არ აპირებთ მათ შენახვას მაცივარში.

ზოგიერთი ცნობის მიხედვით, მოხარშული კვერცხი ინახება 20 დღის განმავლობაში, თუ შენახვის ადგილზე ტემპერატურა +2 - +4 გრადუსია. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მაცივარში ისინი ბევრად უფრო ნაკლებ ხანს ინახება.

თუ კვერცხებმა მთელი დღე სადღესასწაულო სუფრაზე გაატარეს, ან მთელი ღამე ტაძარში, მათი შენახვა მიზანშეწონილი აღარ არის. უმჯობესია ისინი რაც შეიძლება მალე მოიხმაროთ.

არის რამდენიმე ხერხი, თუ როგორ შეიძლება შევინახოთ კვერცხი უფრო მეტ ხანს.
1) მოვხარშოთ ისინი მარილიან წყალში, რაც ხელს შეუშლის ზედაპირზე ბაქტერიების გამრავლებას
2) ახლადმოხარშულ კვერცხს წავუსვათ მზესუმზირის ზეთი, რომ დაიხუროს ნაჭუჭის ფორები

სპეციალისტების თქმით, მოხარშული კვერცხის მაქსიმალური შენახვის ვადა 2 დღეა, ხოლო მაცივარში 4 დღე.

ზოგადად, სადღესასწულო სუფრაზე საკვების გაჩერება არ არის რეკომენდირებული 2 საათზე უფრო მეტ ხანს. პროდუქტების შეძენისას ყურადღებით უნდა იყოთ, მითუმეტეს აღდგომის შემდეგ პერიოდის დროს, როდესაც მარხვაში გაუყიდავი პროდუქტების რეალიზაცია ხდება. ყურადღება მიაქციეთ ასევე კვერცხის სიმთელეს და მის ვიზუალსაც. ყველა პროდუქტი შეიძინეთ სანდო და შემოწმებული მომწოდებლებისგან.