Search
ან
როგორ შევინახოთ პური

პურის შენახვის მეთოდებზე, ალბათ,  ბევრი ლეგენდა გსმენიათ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული და აბსურდულია - მაცივარში შენახვა. რატომ? იმიტომ, რომ მაცივარში  ნესტია,  ნესტი კი პურს აფუჭებს. თუ არ გინდათ რომ დაობებული, სველი პური ჭამოთ ეს მეთოდი სამუდამოდ დაივიწყეთ.

აუცილებელია პური მშრალ  ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე შევინახოთ. ასე, მას  დაობებისგან დავიცავთ.  გირჩევთ, ის, მზესაც მოარიდოთ და ბნელ ადგილას მოათავსოთ. ასე არ გამოხმება და თქვენს საღ კბილებსაც საფრთხე არ  დაემუქრება.
მზეზე დიდ ხანს დატოვებული პური, ისეთივე უგემურია, როგორიც საათობით მაცივარში დანესტიანებული.

უბანში ან  მეზობელად ერთი თონე მაინც იქნება. როცა მას ესტუმრებით, დააკვირდით როგორ ინახავენ პურს პროფესიონალები.  ის წითლად შებრაწული შოთის პური, რომელიც სახლში უნდა წაიღოთ, მარლაშია გახვეული. ასე, ხელუხლებელი  ელოდება  პატრონს, არ ხმება, ინარჩუნებს არომატსაც და გემოსაც.  თუ  სახლში მარლა არ აღმოგაჩნდათ,  და ვერც მის ყიდვას ასწრებთ, ჩაის ტილო გამოიყენეთ. თქვენი ხრაშუნა შოთი მასში გაახვიეთ და სადილს დაელოდეთ. პური გემოს შეინარჩუნებს. თქვენ კი, მადას.

 

თეგები