Search
Or
ყავის მოდუღების მეთოდები

დაახლოებით,  500 წლის წინ,   სტამბულში პირველი ყავახანა გაიხსნა.
არავინ იცის, როგორ მოხვდა ეთიოპიური წარომავლობის ველური  ხის ნაყოფი თურქეთში, მაგრამ მისი ევროპული ვოიაჟის ისტორია კარგადაა ცნობილი.  გერმანელი ნატურალისტის მეშვეობით, ყავა მოგზაურობს იტალაში, გერმანიაში, მოგიანებით,  საფრანგეთში  და ასე, მთელ კონტინენტზე. ეს ამბავი 1596 წელს ხდება.
შემთხვევითი არაა, რომ ყავის მოდუღების მეთოდებზე საუბარს თურქული „ნალექიანი“ ყავით ვიწყებთ.

თურქული ყავა

სტამბოლში ყავას პირდაპირ ქუჩაში ხარშვენ. ეს სითხე აქ ისე უყვართ, რომ მუზეუმიც კი გაუხსნეს.  
თურქული ყავის საიდუმლო  მარტივია. ის ძირითადად, არაბიკასგან  მზადდება.  დარჩეულ მარცვლებს  ტომრებში,  ბნელ და მშრალ ადგილას  ინახავენ.
თურქული რეცეპტით, ყავას, საათობით ფქვავენ. სწორედ, ეს აძლევს განსაკუთრებულ გემოს.
მაყალის კონსტრუქციის ქურაზე ქვიშას ყრიან. ნელ ცეცხლზე გახურებულ ქვიშაზე  კი ჯეზვეს დგამენ. მასში ორ ჩაის კოვზ დაფქულ ყავას ათავსებენ. წყლის ჩასხმამდე, ფხვნილს  ოდნავ ხალავენ. მერე, გემოვნებით შაქარს აყრიან ( ერთი კოვზია რეკომენდებული) და თბილ წყალს ასხამენ. მთავარი წესია - არასდროს მოვურიოთ კოვზით ჯეზვეში ჩაყრილ ინგრედიენტებს. ასე თუ მოვიქცევით, ყავას ქაფი მოედება. მას კოვზით მოვხდით, გადმოვიტანთ ჭიქაში და ჯეზვეს ისევ ქვიშაზე დავაბრუნებთ. ასე მოვიქცევით მანამ, სანამ ფინჯანს ქაფით არ გავავსებთ.  ქაფზე ნადირობა -  ეს ოქროს წესი ნებისმიერმა თურქმა იცის, ამიტომაცაა, რომ მათი  ყავა სხვებს არ ჰგავს.
ისე, „ნალექიანი ყავა“ ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. მისი გრანულები მუცლის ღრუს აზიანებენ.  გამოსავალი არსებობს - შეამცირეთ დოზები, ინტენსივობა და მიაყოლეთ წყალი.



ყავა ესპრესო -
ესპრესო  ხსნადი ყავაა.  ასაკიც სოლიდური აქვს.  მისი მომზადების ტექნოლოგია  1900 წელს, იტალიელმა მეწარმემ,  ლუიჯი ბეზერამ  გამოიგონა. ლუიჯი იყო პირველი დედამიწელი, ვისაც  ორთქლის წნევისა და ფილტრის  გამოყენებით ყავას მოდუღება მოაფიქრდა. საინტერესოა რა იყო მისი ინსპირაცია, მაგრამ ამას ვერასდროს გავიგებთ. რასაც ვერ ვიტყვით  თავად ამ ყავის  სახელწოდებაზე  -„ ესპრესო“, რაც დაწნეხილს ნიშნავს.


ამერიკანო
ვინც ყავას მძაფრი არომატისა და მწარე გემოს  გამო აფასებთ, კაფეში ამერიკანო  უნდა შეუკვეთოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ  ოფიციანტს წყლის მოტანაც თხოვოთ. ეს ამერიკანოს მირთმევის  უცვლელი წესია.  ყლუპავთ ამერიკანოს,  აყოლებთ წყალს, ის ანეიტრალებს ყავის მძაფრ ექსტრაქტებს  და სასიამოვნო გემოს გიტოვებთ. მერე,  ასე თანმიმდევრულად იმეორებთ იგივე მოქმედებებს.
ამერიკანო იგივე ესპრესოა, ოღონდ ფრანგული პრესის აპარატით დამზადებული.
თუ მოგწონთ ესპრესო, მაგრამ არ მოგწონთ ის, რომ მისი გემო დიდ ხანს არ რჩება ენის წვერზე, ამერიკანო თქვენთვისაა.

მსხვილად დაფქული ყავის მარცვლები ჩაყარეთ პრესის აპარატში. დაასხით ცხელი წყალი. დაელოდეთ 2-3 წუთი. შემდეგ დააწექით პრესს. გაიმეორეთ ეს მოქმედება 15 წუთის განმავლობაში.  თუ მაინცდამაინც მძაფრი ამერიკანო არ გიყვართ, სითხე დიდ ხანს არ გააჩეროთ ფინჯანში, რადგან ნადგამი ყავა მალე  მწარდება.



კაპუჩინო
კაპუჩინო - აშკარად იტალიურად ჟღერს. ასეც არის. მისი სამშობლო იტალიაა.  ყავის ეს სახეობა ბერ კაპუცინებს გამოუგონებიათ.  სახელიც ბერების საპატივსაცემოდ  შეურჩიეს. ისინი, თურმე, ყავას მხოლოდ რძით მიირთმევდნენ. ერთხელაც, აღმოაჩინეს, რომ გემრიელ ნაღებს იკეთებს. ამ ბუნებრივ პროცესს ხელი შეაშველეს და ნაღები მიახმარეს.  მათი ტექნოლოგია, მეცხრამეტე საუკუნეში პადრე კარლომ დახვეწა. მან გამოიგონა ის აპარატი, რომლითან კაპუჩინოს დღეს ვამზადებთ.
თუ  ძვირადღირებული ტექნიკა არ გაქვთ, შეგიძლით კაპუჩინო სახლის პირობებშიც მოამზადოთ:
 ვიღებთ ჭიქას,  შიგნით ვყრით  2 კოვზ არაბიკას დაფქულ ყავას, ვასხამთ  მდუღარე  წყალს და  ვახურავთ  თავსახურს. გაცხელებულ კრემს ვასხამთ მიქსერში, ან უბრალოდ ვყიდულობთ გამზადებულს ნებისმიერ სუპერმარკეტში. კრემის ქაფს ზემოდან მოვასხამთ მზა ყავას. დავამატებთ დარიჩინს და ბოლო წვეთამდე მოვხრუპავთ.

მოკა
 ცოტაოდენი ესპრესო ( ასე 60 მლ),  ამდნივე  თხევადი შოკოლადი და მოდუღებული რძე- ის ინგრედიენტებია, რომლითაც მოკას მომზადება შეგიძლიათ.  თუ გიყვართ ტკბილი ყავა, მოკა იდეალური არჩევანია. 

ლატე
ლატე  სიტყვა-სიტყვით რძით სავსეს ნიშნავს. ყავა სახელწოდებას ამართლებს. მისი შემადგენლობის  3% კოფეინია, ხოლო  დანარჩენი  მოდუღებული და ათქვეფილი რძე. აქედან, 300 მლ მოდუღებულ რძეს უჭირავს, 2 მლ კი ათქვეფილს. ასწორედ ამიტომაა ლატე ბლანტი და ყავებს შორის ყველაზე ცხიმიანი. თუ გასუქბის გეშინიათ, ამ ყავაზე უარის თქმა მოგიწევთ.


მწვანე ყავა
 სარკეში ჩახედვა არაა აუცილებელი იმისთვის, რომ წონის მომატება იგრძნო. თუ ვეღარ იკრავთ შარვალს, რომელიც შარშან საშობაო ფასდაკლებაზე შეიძინეთ, ნიშნავს რომ მოსუქდით.  დროა, მწვანე ყავის სმა დაიწყოთ!

თუ გინდათ, რომ მწვანე ყავა მაქსიმალურად  სასარგებლო იყოს, მისი მოდურების წესები უნდა დაიცვათ.
სანამ კარგად დაფქულ, 2 ჩაის კოვზ ყავას  ჯეზვეში მოათავსებდეთ, მისი მარცვლები მოხალეთ. ასე,  მისი განსაკუტრებულად მწარე გემოს განეიტრალებას მოახერხებთ. პროცესი  მზესუმზირას მოხალვას ჰგავს.  დაფქვით. დაასხით  ცივი წყალი. დადგით ქურაზე. დუღილის პროცესში კოვზით მოურიეთ.  თქვენი ფიტნეს ელექსირიც მზადაა.