Search
ან
ორეგანო - იგივე თავშავა

საქართველოში ორეგანოს იცნობენ, როგორც თავშავას და მისი 96 სახეობიდან ის ერთ-ერთია. ორეგანო ძირითადად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, ასევე ევროპასა და რუსეთში გხვდება. გავრცელებულია ასევე აზიაში და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გახდა პოპულარული ამერიკაშიც.

ორეგანოს გარეშე წარმოუდგენელია იტალიური პიცა და პასტა, რადგან მისი სურნელი ძალიან უხდება ტომატს.
ამ განსაკუთრებულ სურნელს ორეგანოში მრავლად არსებულ ეთერ-ზეთები ქმნის. მათ საკმაოდ დიდი ეფექტი აქვთ ადამიანის ორგანიზმზე, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითიც. ორეგანოს გამოყენება აუცილებელია ზომიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სავალალო შედეგების გამოწვევა: კუჭნაწლავის გაღიზიანება, თავის ტკივილები, ორსულობის მოშლა და ბევრი სხვა.

ორეგანო K ვიტამინს და უამრავ მჟავას შეიცავს, რომელიც შესაბამისი დოზირების დროს ატარებს ტკივილგამაყუჩებელ და ანტიბიოტიკურ ხასიათს, მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი, ძილის მარეგულირებელი,  გვეხმარება საჭმლის მონელებაში, წმენდს ორგანიზმს შხამებისგან და არასასურველი ნარჩენებისგან. ბოლო კვლევების თანახმად, თავშავას ნაყენი კიბოს უჯრედების განვითარებასაც კი უშლის ხელს.

ლეგენდის თანახმად, მონადირეები დაჭრილ ირემს მისდევდნენ, რომელიც ტყეში დამალვის მაგივრად მინდვრისკენ გაეშურა. მადევრისთვის უცნობი ბალახის მოძოვის შემდეგ, ირემმა მოხვედრილი ისრები განაგდო საკუთარი კანიდან, ჭრილობები შეუხორცდა და გამოჯანმრთელებული გაიქცა ტყისკენ.

ასეთი სასწაულმოქმედი შეიძლება იყოს ორეგანო და შემთხვევით არ უწოდეს მას ძველმა ბერძნებმა „მთის მშვენება“.

მიირთვით ორეგანო მცირე დოზებით, საკვებთან ერთად და თავს ყოველთვის კარგად და ჯანმრთელად იგრძნობთ!

ექსპერტის რჩევები