დღის განმავლობაში, განსაკუთრებით კვირის დღეებში, სახლში ვართ, თუ სამსახურში გვიწევს ჩვენთვის სასურველი სადილის (ლანჩის) მომზადება.
გთავაზობთ მარტივ და საინტერესო იდეას ლანჩისთვის:
თუ დღის განმავლობაში გიწევთ შეხვედრა ადამიანებთან, თქვენი სადილი უნდა იყოს ნახშირწყლებით სავსე, რომლებიც მოგცემენ საკმარის ენერგიას და აღარ გაგახსენებ შიმშილის შესახებ.
პასტა სეზამით:
150 გრ. მაკარონი/ ან სპაგეტი
1 - სტაფილო
1 - ხახვი
3 ს.კ - სოიოს სოუსი
1 ს.კ - სეზამის მარცვალი
ზეთი
მარილი და სანელებლები გემოვნებით.
წინასწარ დავადგათ მოსახარშად სპაგეტი.
ტაფაში ზეთთან ერთად მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დავამატოთ სეზამი. ბოლოსკენ დავამატოთ სოიოს სოუსი და სულ ცოტა წყალი. ავადუღოთ ტაფაშივე.
ამ ყველაფერს დავუმატოთ უკვე მოხარშული სპაგეტი და შევაცხელოთ კიდევ ერთხელ ერთად.
მოათავსეთ თქვენი სადილი „ლანჩ ბოქსში“ და გემრიელად მიირთვით დღის განმავლობაშო.
რჩევა: მაკარონს შეგიძლიათ მოაკლოთ ხარშვა იმისთვის, რომ დღის განმავლობაში მან არ დაკარგოს თავის ფორმა და არ ჩაცომდეს.