Search
ან
საყინულე და შენახვის ვადა

არსებობს საყინულეში  პროდუქტის შენახვის ვადები და წესები. ხილი, ხორცი, ბოსტნეული, ძეხვეული ან კერძების ინგრედიენტები  გარკვეული დროის შემდეგ ფუჭდება.  ჩვენ გთავაზობთ ცხრილს, რომელიც მაცივარში პროდუქტების შენახვისას უნდა იცოდეთ.

კვერცხი მაცივარში, დაახლოებით, 3 კვირა ინახება. თუ გინდათ, რომ 2-3 დღით გაახანგრძლივოთ  მისი ვარგისიანობის ვადა, შეეცადეთ, სპეციალურ ჩასადებში წვეტიანი ნაწილით ჩადოთ.

თევზის მოსამზადებლად ცოტა დრო გაქვთ, ის, საყინულეში 1 კვირაზე დიდ ხანს ვერ ძლებს.

გახსნილი თევზის კონსერვის  შენახვა  2 დღის  განმავლობაში შეგიძლიათ.

საყინულეში შენახული უმი ხორცი  1 კვირამდე ივარგებს. ხოლო, მისგან დამზადებული კერძი 2-დან 4 დღემდე შეინახება.
ახალი ბოსტნეული 7 დღე გაძლებს მაცივარში. ყველი, 10-დან 14 დღემდე.
საყინულეში ყველაზე ხანგრძლივად ქარაქი ინახება, ის შეგიძლიათ 8 თვის განმავლობაში დატოვოთ ჩართულ მაცივარში.

ახალი ხილი  გარეცხეთ, კარგად გააშრეთ და ლანგარზე დააწყვეთ. რაც უფრო მშრალი იქნება, მით უფრო დიდ ხანს ივარგებს. საყინულეში მისი შენახვის ოპტიმალური ვადა 10 დღეა.  

ნებისმიერი  ინგრედიენტისგან მომზადებული ტორტი მაცივარში 3 დღე ძლებს.
შესქელებული რძე  5 დღის მანძილზე ინახება.