Search
Or
კვერცხის ხარშვის წუთები

მოხარშული კვერცხი სასარგებლოა. მისი მომზადებაც,  ერთი შეხედვით, მარტივია. ზოგი დილას თოხლო კვერცხით იწყებს  და უარს იტყვის თუკი მაგრად მოხარშულს შესთავაზებთ. ზოგი, საერთოდ, საშუალოდ მოხარშული კვერცხით საუზმობს და ურჩევნია  კვერცხს თხევადი ქარვისფერი გული და ნაზი ცილა ჰქონდეს.
მოკლედ, თუ გინდათ, რომ კვერცხი იდეალურად მოხარშოთ, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.

მაცივრიდან გამოღებული ცივი კვერცხი  ცხელ წყალში სკდება, ამიტომ  რამდენიმე წუთით, ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადეთ გაცხელებულ წყალში.

ქვაბში  იმდენი წყალი უნდა ჩაასხათ, რომ კვერცხი 2 სმ-ით დაიფაროს.

არ ჩადოთ კვერცხი მდუღარე წყალში. აჯობებს, ის ,  მანამდე ჩააწყოთ ქვაბში, სანამ წყალი დუღილს დაიწყებს. თუ ამ რჩევის გათვალისწინება დაგავიწყდათ და კვერცხი მოთუხთუხე წყალში ჩადეთ, არაუშავს,  ყინული პრობლემას მოაგვარებს. მისი  რამდენიმე ნატეხის ჩაგდებისთანავე, წყალი დუღილს შეწყვეტს.

 
 თუ კვერცხი ახალია, მოხარშეთ მხოლოდ  5 წუთის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, მისგან რეზინასავით მაგარ მასას მიიღებთ.

 თუ თოხლო კვერცხის მოხარშვა გინდათ,  წყალში მხოლოდ 1 წუთით გააჩერეთ. დაიმახსოვრეთ, წყალი უნდა თუხთუხებდეს.

6 წუთია საჭირო იმისთვის, რომ მიიღოთ რბილი გული და შედედებული, თხელი ცილა.  3 წუთი საკმარისია, ნახევრად თხევადი  მასისთვის.  თუ გსურთ გინდათ  მხოლოდ კვერცხის გული იყოს თხევადი, ხოლო ცილა - მკვრივი 4 წუთით მოგიწევთ ლოდინი.   მაგრად მოხარშულ კვერცხს თუ ამჯობინებთ, მაშინ წყალში 10 წუთით გააჩერეთ.