Search
Or
დავჭრათ ხახვი უცრემლოდ

ხახვი არაერთი კერძის მნიშვნელოვანი ინგრედიენტია.  მისი უცრემოლოდ დაჭრა საკმაოდ რთულია, ამიტომ გვსურს რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ.


ხახვი ბოლქვია, რომელიც აქროლად ნივთიერებებს შეიცავს.  ცრემლი მათ გამოდევნის და ამიტომაც, ვტირით ყოველ ჯერზე, როცა ხახვს ვჭრით.

ხახვის დაჭრისას თვალები რომ აღარ აგეწვათ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:
რჩევებს შორის ყველაზე პრიმიტიული, მაგრამ ეფექტური  სათვალის გაკეთებაა. სათვალე ნივთიერებებსა და თვალებს შორის  ხელოვნური ბარიერია, რომელიც მათ ინტეგრაციის საშუალებას არ აძლევს.
გამოცდილი მზარეულები ამ მეთოდს იყენებენ - წყლით ხშირად ასველებენ დანასა და  ხახვის ბოლქვებს. აქროლადი ნაერთები წყალთან ქიმიურ რეაქციაში შედის და მათ გამოყოფას ამცირებს. სასურველია, ხახვი ღია ონკანთან ახლოს დაჭრათ და ხელებიც ხშირ-ხშირად დაისველოთ.
დაჭრამდე 10 წუთით ადრე,  ხახვი მოათავსეთ საყინულეში. ცივი ჰაერი და ნესტი აქროლადი ნაერთების გამოყოფას ამცირებს.
გამოყენებამდე, დანას ძმარი წაუსვით.  არ იდარდოთ, თქვენ კერძს არც ძმრის სუნი აუვა და არც გემო.
ხახვსი დაჭრისას, საღეჭი რეზინის დაღეჭვაა რეკომენდებული. ამ დროს, სახის ყველა კუნთი მოძრაობს და ორგანიზმი ცრემლს აღარ გამოიმუშავებს.