კრევეტების გასუფთავება ბევრისთვის ძალიან რთულ და შრომატევად პროცესთან ასოცირდება, თუმცა სინამდვილეში, საკმაოდ მარტივი და სწრაფი პროცედურაა.
დღესდღეობით, შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრევეტების ყიდვა. ხშირად, უკვე გასუფთავებული და გაყინული სახითაც.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, საჭიროა მოგიყვეთ ამ სწრაფი და მარტივი პროცედურის შესახებ.
კრევეტს აქვს თავი, კუდი, მყარი ქერქი და მუქი ძარღვი, რომელიც არ იჭმევა.
იმისთვის, რომ ამოვიღოთ კრევეტიდან ეს მუქი ძარღვი, საჭიროა ჯერ მყარი ქერქის შემოცლა. ეს ძალიან მარტივი პროცესია - პირველ რიგში, მოაგლიჯეთ კრევეტს თავი (არ გამოიყენოთ დანა). შემდგომ, უკვე მარტივად,მოაცალეთ ქერქი. კუდი შეგიძლიათ დატოვოთ სილამაზისთვის. ზურგის ნაწილზე ფრთხილად დაუსვით დანა თავიდან კუდამდე, იქ წვრილ, მუქი ფერის ძარღვს დაინახავთ, რომელიც აუცილებლად უნდა ამოაცალოთ კრევეტს.
და აი, კრევეტების გასუფთავების პროცესიც დასრულებულია!