Search
ან
კურკუმა

 

კურკუმას (ყვითელი კოჭას) სამშობლო ინდოეთია, ნაციონალური კერძები კი წარმოუდგენელია ამ სანელებლის გარეშე. ეს არის ბალახისებრთა სახეობის მრავალწლიანი მცენარე, რომელიც 1 მეტრზე დაბალი სიმაღლის იზრდება და ნარინჯისფერი ფესვი აქვს.

კურკუმას ფესვებს რეცხავენ, ხარშავენ, ახმობენ და ფქვავენ, შემდგომ კი იყენებენ კულინარიასა და მედიცინაში.

აღსანიშნავია, რომ კურკუმა არის საკმაოდ ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც სხვა სამედიცინო პრეპარატებისგან განსხვავებით არანაირ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს. მას არ აქვს არანაირი უკუჩვენება. კურკუმა შეიცავს B, B1, B2, B3, B6, B9, C, E და K ვიტამინებს; სელენს, სპილენძს, რკინას, მანგანუმს, ცინკს, კალციუმსა და კალიუმს.

კურკუმა ხელს უწყობს ორგანიზმს კიბოსთან ბრძოლაში. ასევე, არის კარგი ანტიბაქტერიული საშუალება - ებრძვის ნებისმიერ ვირუსს და ჰეპატიტს. ეფექტურად წმენდს ორგანიზმს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

მნიშვნელოვანია, რომ კურკუმას რეგულარული მიღება თვითნებურად არ არის რეკომენდირებული. 

თეგები

ექსპერტის რჩევები