Search
ან
ნადუღის და ყაბაყის სტარტერი
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
1

დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მაგისტრატურაც და დიპლომიც დავიცავი მულტიმედია დიზაინის განხრით. ვმუშაობდი ჩემი პროფესიით გამომცემლობა სიესტაში დიზაინერად და აგრეთვე სხვადასხვა პროექტებზე. თუმცა, კულინარია ჩემი მუდმივი მეგზური იყო ბავშვობიდან… ხშირად მიწევდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა და ამიტომ ბევრ კულინარიულ მასტერკლასებზე ვარ ნამყოფი, ზოგან სერტიფიკატიც მაქვს აღებული.
კულინარიის დიდმა სიყვარულმა და ინტერესმა გადამაწყვეტინა პროფესიის შეცვლა, ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში, შემდეგ იყო კულინარიული რეალითი შოუ “რესტორანი” და ამის მერე დაიწყო ჩემი პროფესიონალური მოღვაწეობა როგორც შეფ მზარეულის. 10 წლის მანძილზე ვიმუშავე ბევრ ობიექტზე შეფ-მზარეულად და აგრეთვე ვმუშაობდი ერთჯერად პროექტებზე. მქონდა საკუთარი კაფეც. ამჟამად ვმუშაობ ინდივიდუალურ შეკვეთებზე ბრენდ-შეფად - თამარა გოდერძიშვილი
 

ინგრედიენტები
2 2 ცალი ყაბაყი
150 150 გრ. ნადუღი
200 200 გრ. პოლენტა
500 500 მლ. რძე
10 10 გრ. პიტნა
100 100 გრ. თხილი
100 100 გრ. ფინიკის
1 1 მწიკვი პილპილი
1 1 მწიკვი მარილი
20 20 გრ. ზეითუნის ზეთი
20 20 მლ. ძმარი
საფეხური 1
ყაბაყი დავჭრათ მაქსიმალურად თხელ ნაჭრებად, დავალაგოთ თეფშზე და ზემოდან წავუსვათ ზეითუნის ზეთი მოვასხათ ცოტა ძმარი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი. გავაჩეროთ 10-20 წუთი.
საფეხური 2
მოვამზადოთ პოლენტა, მოვხარშოთ რძეში, დავუმატოთ მარილი და პილპილი.
საფეხური 3
უნდა მივიღოთ სქელი ფაფის კონსისტენცია. მომზადების შემდეგ გადავასხათ განიერ, ბრტყელ ზედაპირიან ჭურჭელში, რომ ერთი სისქის მკვრივი მასა მივიღოთ. არ დავჭრათ სრულ გაციებამდე.
საფეხური 4
შიგთავსისთვის ნადუღს დავუმატოთ მოხალული და დაჭრილი თხილი, წვრილად დაჭრილი პიტნა, კუბებად დაჭრილი ფინიკის ჩირი, მარილი, პილპილი გემოვნებით. გადავურიოთ ერთმანეთში.
საფეხური 5
რეცეპტი მოცემულია 2-3 პერსონაზე, გააჩნია რამხელა ფორმებში გავაკეთებთ. იწყობა სპეციალურ ყალიბში, თუმცა ასევე შეგიძლიათ გადაახვიოთ რულეტად.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!