გამარჯობა, მე ანი ვარ, ყავის ლაბორატორიის შეფი და საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორი. სტომატოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე მივხვდი, რომ კულინარია უფრო მაინტერესებდა და გადავწყვიტე ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. გავიარე საქართველოს კულინარიის აკადემიის და რომის Italian Chef Academy-ს კურსები და ორ წელზე მეტია ყავის ლაბორატორიაში ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმეს ვაკეთებ.
მიყვარს ახალი რეცეპტების მოძიება და სხვებისთვის გამოცდილების გაზიარება. იმედი მაქვს, მოგეწონებათ რეცეპტი და ისიამოვნებთ მომზადების პროცესით. Happy cooking! - ანი ჯინჭარაძე
115
115
გრ.
კარაქი
125
125
გრ.
შაქარი
25
25
გრ.
ფქვილი უმაღლესი ხარისხის
1
1
მწიკვი
მარილი
1
1
ცალი
ლიმონის ცედრა
150
150
გრ.
დაფქული თხილი
1
1
ჩაის კოვზი
დაფქული კოჭა
250
250
გრ.
გაწურული მაწონი
200
200
გრ.
მოცვი
100
100
გრ.
თხილი
3
3
ცალი
კვერცხი
ვახურებთ ღუმელს 160 გრადუსზე. 20 სმ დიამეტრის ფორმას ჩავუფინოთ პერგამენტი.
ოთახის ტემპერატურის რბილ კარაქს და შაქარს ვთქვეფთ. უნდა მივიღოთ თეთრი კრემისებრი მასა. ვუმატებთ კვერცხს 3 ეტაპად და ვურევთ რომ გახდეს ერთიანი მასა.
ცალკე ჯამში ვურევთ ერთმანეთში ფქვილს, დაფქულ თხილს, ლიმონის ცედრას, კოჭას და მარილს.
ფქვილოვან ინგრედიენტებს ვუმატებთ კვერცხის და კარაქის მასას ერთჯერად და ვურევთ მანამ, სანამ არ გახდება ერთიანი მასა. ვამატებთ გაწურულ მაწონს და გადავურევთ. ვამატებთ 150 გრამ მოცვს და ვურევთ.
გადაგვაქვს საცხობ ფორმაში, ვაყრით დარჩენილ მოცვს და უხეშად დაჭრილ თხილს.
ვაცხობთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათი. შემდეგ 30 წუთით ვაცივებთ ოთახის ტემპერატურაზე და ვდებთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დილას მოცვის და თხილის ნამცხვარი უკვე მზად არის.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი