“გავიზარდე ყველაზე ფუსფუსა და გემრიელი ხელის მქონე ბებიების გარემოცვაში. ყოველი შაბათ-კვირა ახალი კულინარიული გამოწვევებისა და თავგადასავლების იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ჩემი ასეთი სიყვარული და დაინტერესება. სანამ ბლოგი შეიქმნებოდა ჩემს პირად გვერდზე ვდებდი სხვადასხვა რეცეპტებს. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ - დროა ნატალია! მზად ხარ!. ერთ მშვენიერ საღამოსაც, მარტის მეხუთე დღეს დაიბადა ჩემი სივრცე - სიყვარულისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და რა თქმა უნდა ახალი კულინარიული თავგადასავლებისთვის. აქ შემომსვლლენო, ყველა იმედი თან იქონიეთ, რადგანაც გამოუსვლელი არაფერია... გელოდებით ჩემი მარტივი, გემრიელი და ხალისიანი ვიდეო-რეცეპტებით”. - ნატუკა ჩიკვაიძე, Dinnergoneright
500
500
მლ.
რძე
2
2
ცალი
კვერცხის გული
6
6
სუფრის კოვზი
შაქარი
2
2
სუფრის კოვზი
სიმინდის სახამებელი
1
1
ცალი
ვანილის შეკვრა
20
20
გრ.
კარაქი
250
250
გრ.
33-35% ნაღები
300
300
გრ.
ორცხობილა
400
400
გრ.
კენკრა
100
100
გრ.
შაქარი
1
1
ჩაის კოვზი
სახამებელი
მომზადება :
შევათბოთ რძე ქვაბში.
კვერცხის გულებს დავუმატოთ 6 ს.კ. შაქარი და კარგად გავხსნათ. ამის შემდეგ ვუმატებთ 2 ს/კ სახამებელს და კვლავ ვურევთ. ბოლომდე რომ გაიხსნება ვუმატებთ შემთბარი რძის ნახევარს და ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ კი ამ მასას ვაბრუნებთ ქვაბში და ვურევთ წრიული მოძრაობით შესქელებამდე. ვუმატებთ ასევე ვანილს.
შესქელებულ მასაში ვამატებთ 20 გ. კარაქს და კარგად გადავურევთ. ეს მასა უნდა გავაცივოთ სრულად.
ამასობაში ამოვიყვანოთ ნაღები და ნელ-ნელა შევურიოთ ჩვენ მიერ მოხარშულ და გაცივებულ კრემს.
კენკრას დავაყაროთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ 1 ჩ/კ სახამებელი და დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით.
დავფქვათ ორცხობილა.
ქილაში მოვათავსოთ დაფქული ორცხობილა, კრემი და ბოლოს კენკრის ტოპინგი.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი