გამარჯობა, მე გახლავართ სოფიკო ვარდიაშვილი. მყავს 9 წლის ბიჭი სანო. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ თითქმის 13 წელია სამზარეულოში ვტრიალებ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, უსასრულოდ შემიძლია შევქმნა ახალი კერძები, უახლესი გემოებით. ყველას ვუსურვებ შეძლებისდაგვარად აკეთოს თავისი საყვარელი საქმე. წარმატებას გისურვებთ მკითხველებო და რა თქმა უნდა, გემრიელად მიირთვით.
4
4
ნაჭერი შავი პური
120
120
გრ.
ბადრიჯანი
70
70
გრ.
წითელი ბულგარული
70
70
გრ.
პომიდორი
30
30
გრ.
წითელი ხახვი
5
5
გრ.
Ნიორი
3
3
გრ.
ქინძი
3
3
გრ.
რეჰანი
1
1
მწიკვი
მარილი
1
1
მწიკვი
პილპილი
50
50
გრ.
ნადუღი
5
5
გრ.
პიტნა
1
1
გრ.
პაპრიკა
30
30
გრ.
რუკოლა
20
20
გრ.
ისპნახის ფოთოლი
20
20
გრ.
ჩერი პომიდორი
8
8
მლ.
ლიმონის წვენი
5
5
მლ.
ზეთი
ბადრიჯანი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და კარგად შევწვათ ორივე მხრიდან, შემდეგ წითელი ბულგარული გადავჭრათ ორ ნაწილად და შევწვათ ისე, რომ ძალიან არ დარბილდეს. პომიდორს ვაცლით კანს და ვჭრით წვრილ კუბებად, ბადრიჯანს და ბულგარულს ვჭრით პატარა ნაჭრებად. წითელი ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი ჩავახეხოთ.
რეჰანი, ქინძი, მარილი, პილპილი გემოვნებით. ზეთის ჩამატება სურვილისამებრ, რადგან ბადრიჯნისგან და ბულგარულისგან შეწვის შემდეგ ზეთი ისედაც გამოიყოფა. კარგად ამოვურევთ და დავაწყობთ პურზე, რომელსაც წინასწარ გავხუხავთ ტაფაზე და წავუსვამთ ნიორს.
ნადუღში ვამატებთ რძეს, პაპრიკას, პილპილს, წიწაკას, პიტნას, ცოტა ზეთს და მწიკვ მარილს. Ჩაის კოვზის დახმარებით ვაკეთებთ ბურთებს და ვალაგებთ ბრუსკეტებზე.
სალათისთვის შევურევთ რუკოლას რამდენიმე ტოტს, ისპანახის ფოთლებს, 3-4 ცალ ჩერი პომიდორს, ცოტა წითელ ხახვს, პიტნის, რეჰანის და ქინძის დაუჭრელ ფოთლებს. მარილი, ზეთი, ლიმონი გემოვნებით.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი