“კულინარიით დავინტერესდი 16 წლის ასაკიდან, მალევე გადავწყვიტე ამ კუთხით მიმეღო პროფესიული განათლება და ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში. დიპლომის აღებისთანავე გავემგზავრე თურქეთში პრაქტიკის გასავლელად.
პირველი მნიშვნელოვანი სამსახური იყო რესტორანი “ზალა”, სადაც გახსნის დღიდან 2 წლის განმავლობაში ვიყავი შეფ-მზარეული. შემდეგ იყო პრაქტიკა ესპანეთში და მასტერშეფი, რომელიც რეალურად უდიდესი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის - შეფებთან ურთიერთობა და მათი უკუკავშირი ძალიან დამეხმარა წინსვლაში. ფინალში გასვლამ მართლაც დიდი ბიძგი მომცა კარიერაში. ამ შოუს შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. გავხსენი ბურგერის რესტორანი “ბურგერბოსი”, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. რატომ ბურგერი? - ვთვლი, რომ კარგად ვიცი ეს საქმე, სხვა დანარჩენთან ერთად და თან მინდა ქალაქში საუკეთესო ბურგერი შევთავაზო ჩემს სტუმრებს. უახლოესი გეგმები უკავშირდება ქართულ სამზარეულოს და ფიუჟენს, რაც ჩემი საყვარელი თემაა. არ გამოვრიცხავ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას ცოდნის და ტექნიკის კიდევ უფრო გასაღრმავებლად” - გაგა ვარდანიძე