Search
ან
საქონლის ხორცის სენდვიჩი
0 - 30 წუთი
ადვილი
მძიმე

“ვარ 20 წლის, სამზარეულოში მუშაობა დავიწყე 18 წლიდან. ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში, მეგობრებთან ერთად დავაარსე კომპანია “ამოჭამე” და ვაკეთებთ წიწაკის მურაბას. გავიმარჯვე მასტერშეფში და ახლა მაქვს საკუთარი სენდვიჩ ბარი. ვგეგმავ საფრანგეთში წასვლას” - ია ძაგანია
 

ინგრედიენტები
500 500 გრ. საქონლის ხორცი
100 100 გრ. ხახვი
40 40 გრ. სააქონლის ცხიმი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი პილპილი
250 250 გრ. ჩედარი
250 250 მლ. რძე
1 1 ცალი კვერცხი
საფეხური 1
დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ცხიმში დაბალ ცეცხლზე და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი საქონლის ხორცი, დავუმატოთ მარილი და პილპილი.
საფეხური 2
სოუსის მოსამზადებლად რძეში გავადნოთ ყველი, ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი და ერთმანეთს შევურიოთ. დავუმატოთ ცოტა მარილი.
საფეხური 3
პური შევათბოთ, დავასხათ სოუსი, დავადოთ ხორცი და ხახვი, ზემოდან მოვასხათ ყველის სოუსი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!

თეგები