ბარდა გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი რომ დაიფაროს და ხარშეთ 25 წუთი. პერიოდულად შეამოწმეთ წყლის დონე რომ არ დაშრეს, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ წყალი.
სატაცურს მოაჭერით უხეში ძირები, დაჭერით საშუალო ნაჭრებად, კვირტები მოიტოვეთ სერვირებისთვის.
მოხარშულ ბარდას ქვაბშივე დაუმატეთ დაჭრილი სატაცური და ნიორი, ხარშეთ კიდევ 5 წუთი, ჩაყარეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით. წვნიანი შეგიძლიათ გააზავოთ ქათმის ბულიონით ან წყლით. მიღებული მასა დააბლენდერეთ და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.