Search
ან
ტრუფელი
30-60 წუთი
საშუალო

“როცა ჭკვიანი თხილის ტრუფელს ვქმნიდი, მინდოდა ცოტა უცნაური დესერტი მიმეღო, არც ტრუფელი, არც ირისი, თან ტრუფელი, თან ირისი, თან ხრაშუნა და თან ხავერდოვანი…

მიყვარს ტრუფელის გასინჯვისას თვალებს რომ ხუჭავენ და იღიმიან. არც კონდიტერი ვარ და არც კვების ტექნოლოგი, მაგრამ ასეთი რეაქციები ძალიან მაფრთიანებს და სხვა საყვარელი საქმეების კეთებაშიც მეხმარება.

მას შემდეგ რაც “ჭკვიანი თხილი” შევქმენი, უკეთესი მენეჯმენტ კონსულტანტი, განათლების ექსპერტი ან ლექტორი იმიტომ ვარ, რომ შემიძლია ჩემი შემოქმედებითი ენერგია ამ, სრულიად განსხვავებულ, სფეროში მივმართო.

“ჭკვიანი თხილი” მე და ჩემმა მეუღლემ ორი წლის წინ დიზაინ აზროვნების და მომხმარებლის გამოცდილების მართვის ყველა ასპექტის გათვალისწინებით შევქმენით. ეს პატარა კომპანიაა, რომელიც ქართული თხილის, ნუშის და მიწისთხილის პასტებს აწარმოებს.

რას გრძნობს, რას ფიქრობს ან რას აკეთებს ადამიანი, რომელიც ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს? ისეთი ადამიანი, როგორც წესი, ჭკვიანი, ყოჩაღი და მოხერხებულია და დროდადრო თავს ტრუფელის მსგავსი ნუგბარით ინებივრებს.” 

ნინა ანდრიაძე

ინგრედიენტები
1 1 ჭიქა შესქელებული რძე
5 5 სუფრის კოვზი კაკაო
50 50 გრ. კარაქი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 1 სუფრის კოვზი კლასიკური ყოჩაღი ნუში
100 100 გრ. ხრაშუნა ყოჩაღი ნუში
საფეხური 1
2 ს.კ კაკაო აურიეთ ½ ჭიქა წყალთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სქელძირიანი ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე, გადაიტანეთ კაკაოს მასა, დაუმატეთ კარაქი, მარილი და კარგად მოურიეთ.
საფეხური 2
ვამატებთ კლასიკურ ყოჩაღი ნუშის პასტას და შესქელებულ რძეს, სულ ბოლოს ვანილის ექსტრაქტს. ვურევთ განუწყვეტლად, ვიდრე მასა არ შესქელდება და მორევისას გამოჩნდება ტაფის ფსკერი (5-10 წუთი). ტრუფელის მასა გასაცივებლად თეფშზე გადაგვაქვს.
საფეხური 3
დარჩენილი კაკაო დაიყარეთ ხელის გულზე, სუფრის კოვზით აიღეთ ტრუფელის მასა, გააბრტყელეთ ხელით ან კოვზით, ცენტრში დასვით ½ ჩ.კ ხრაშუნა ნუშის პასტა, შეკარით ტრუფელი, ნაზად მოამრგვალეთ ხელის გულებით და ამოავლეთ კაკაოში.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!

თეგები