Search
ან
პასტა ტარხუნის პესტოთი და შებოლილი ალუბლით
60+ წუთი
საშუალო
ინგრედიენტები
Паста: Паста: პასტა
150 150 გრ. სემოლა
150 150 გრ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი
3 3 კვერცხი (1 მხოლოდ გული)
Песто: Песто: პესტო
500 500 გრ. ტარხუნა
125 125 გრ. შებოლილი სულგუნი
125 125 გრ. კახური ზეთი
80 80 გრ. ნიგოზი
1/2 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
100 100 გრ. შებოლილი ალუბალი
საფეხური 1
ჯამში ერთმანეთს შევურიოთ ორი სახეობის ფქვილი, გადმოვიტანოთ დაფაზე. შუაში გავაკეთოთ ღრმული, ჩავუშვათ კვერცხი და წრიული მოძრაობით შევურიოთ ერთმანეთს. მოვზილოთ 3-5 წუთის განმავლობაში, რომ შეიკრას და ვასვენებთ 15 წუთით.
საფეხური 2
ტარხუნას ვაცხლით ფოთლებს და ვყრით საჭრელში, ვასხამთ ზეთს, გახეხილ ყველს, ვამატებთ ნიგოზს, მარილს და პილპილს გემოვნებით რამდენიმე წვეთს ლიმონის წვენს. შემდეგ, კარგად ვაბლენდერებთ, რომ შეიკრას ერთიანი მასა.
საფეხური 3
დასვენებულ პასტის ცომი კიდევ ერთხელ უნდ გადავზილოთ, გავაბრტყელოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებზე სიგრძეზე, ტალიატელეს ზომის ფორმებად. ამასობაში ვადუღებთ წყალს პასტისთვის. ახალ მომზადებულ პასტას 3 წუთზე მეტი ხარშვა არ სჭირდება. როდესაც წყალი ადუღდება და პასტას ჩავყრით, საშუალო ცეცხლზე ვადგამთ ტაფას და პესტოს ოდნავ შევათბობთ, მოხარშულ პასტას გადავიტანთ ტაფაში და მოვურევთ სანამ სოუსი კარგად არ შეერევა.
საფეხური 4
სულ ბოლოს, ზემოდან დავალაგოთ შებოლილი ალუბალი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით