Search
ან
ინდაურის ფილე კომშით
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
2 2 ინდაურის ფილე
300 300 გრ. კომში
80 80 მლ. ზეთი
1 1 ლიმონი
30 30 გრ. შაქარი
1 1 მწიკვი ტანდურის სანელებელი
1 1 მწიკვი დარიჩინი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი პილპილი
საფეხური 1
ინდაურის ფილე გავრეცხოთ, მოვაცალოთ ზედმეტი ცხიმი (თუ აქვს), გავამშრალოთ ხელსახოცით, (შეგიძლიათ დაბეგვოთ ოდნავ ინდაურის ფილე, იმისთვის რომ გაათანაბროთ ზედაპირი, რადგან თანაბრად შეიწვას ტაფაზე, თუ იქნება ამის აუცილებლობა) დავამარილოთ ორივე მხრიდან და კარგად შევაზილოთ ტანდორის სუნელები. კომში გავრეცხოთ, გავთალოთ სათლელით და დავჭრათ მცირე ზომის კუბიკებად, შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ წყალი, ისე რომ ოდნავ დაიფაროს, დავდგათ ქვაბი საშუალო ცეცხლზე და წამოვადუღოთ. კომში კარგად, რომ მოიხარშება (ჩანგალი თუ რბილად ჩავიდა, ე.ი. მოხარშულია) გადმოვდგათ ცეცხლიდან და წყალი გადავუწუროთ.
საფეხური 2
მოხარშულ კომშს დავაყაროთ შაქარი და დარიჩინი დავაბლენდეროთ ერთგავროვანი მასის მიღებამდე (ან ხელის საჭყლეტით გავაკეთოთ პიურე). კომშის პიურე მზადაა. როდესაც კომშის პიურეს დავადგამთ, ტაფა გავახუროთ მაქსიმალურად, დავუმატოთ ზეთი და ტაფაზე მოვათავსოთ ინდაურის ფილე. ერთ წუთში გადმოვაბრუნოთ, შემდეგ ერთ წუთში ისე გადავაბრუნოთ, ასე ვატრიალოთ სანამ ორივე მხარეს არ მიიღებთ ღია ყავისფერ შეფერილობას.
საფეხური 3
შემწვარი ფილე გადმოვიღოთ თეფშზე, ქვეშ დავუფინოთ ქაღალდის ხელსახოცი, რომ ზედმეტი ცხიმისგან გავათავისუფლოთ. დავასვენოთ 5 წუთი, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და კომშის პიურესთან ერთად თბილ მდგომარეობაში მივიტანოთ სუფრასთან.

სერვირება

სერვირებისას შეგიძლიათ დაჭრილ ინდაურის ნაჭრებს მოაწუროთ ლაიმის ან ლიმონის წვენი, რაც აკეთილშობილებს ინდაურის ფილეს გემოს.

რჩევები

ინდაურის ხორცი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქათმის ფილეთი, ხოლო სიმინდის ზეთი ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთით.ინდაურის მკერდის ნაწილი ითვლება ჯანსაღ პროდუქტად, დიეტურ, სწორ კვებაში, იმის გამო, რომ არ შეიცავს ცხიმებს და ამინომჟავებით მდიდარი ცილაა.