Search
ან
სააღდგომო კექსი
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
500+ კკალ

გთავაზობთ სააღდგომო პასკის მარტივ რეცეპტს, რომელიც ტრადიციულად მზადდება საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში - კახეთში. კერძოდ კი ლაგოდეხში. მისი მზადება მიღებულია ფურნეში, ხოლო ჩვენ გთავაზობთ მისი მომზადების გამარტივებულ ვარიანტს

ინგრედიენტები
5 5 კვერცხი
500 500 გრ. ფქვილი
30 30 გრ. გამაფხვიერებელი
1 1 ჩაის კოვზი სოდა
500 500 მლ. მაწონი
1 1 ჩაის კოვზი მუსკატი
1 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1 1 ჩაის კოვზი მიხაკი
350 350 გრ. ნიგოზი
350 350 გრ. კარაქი
350 350 გრ. შაქარი
საფეხური 1
შევურიოთ გატარებული ნიგოზი, ფქვილი, შაქარი და სუნელები. ცალკე მაწონში შევურიოთ გამაფხვიერებელი და ჩავამატოთ ათქვეფილი კვერცხის მასას, შემდეგ კი დავამატოთ უკვე შერეული მშრალი ინგრედიენტები. ყველაფერი კარგად ავურიოთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.
საფეხური 2
ვასხავთ ცომს სასურველ ფრომაში ისე, რომ შეივსოს ფორმის 3/4. სავსე ფორმები მოვათავსოთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით. გამოცხობის პროცესში შესაძლებელია ჩხირით შემოწმება, თუ ჩხირი ამოვიდა მშრალად ცომის გარეშე, ესეიგი კექსი მზად არის.

სერვირება

გემრიელად მიირთვით. მომზადებული კექსი კარგად ინახება 3-4 დღის განმავლობაში.