Search
ან
დარიჩინის ფუნთუშა
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
500+ კკალ
ინგრედიენტები
350 350 გრ. ფქვილი
2 2 ჩაის კოვზი საფუარი
50 50 გრ. შაქარი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 კვერცხი
210 210 მლ. რძე
80 80 გრ. კარაქი
შიგთავსი
2 2 სუფრის კოვზი დარიჩინი
100 100 გრ. შაქარი
100 100 გრ. ჟოლოს ჯემი
მინანქარი
100 100 გრ. კრემ-ყველი
30 30 გრ. კარაქი
70 70 მლ. ნაღები 30%
50 50 გრ. შაქრის პუდრა
5 5 გრ. ვანილი
საფეხური 1
ყველა მშრალი ინგრედიენტი გავაერთიანოთ ჯამში. გავადნოთ კარაქი, შევურიოთ კვერცხი და რძე. დავასხათ მშრალ ინგრედიენტებს და მოზილეთ ცომი. დაველოდოთ ცომის ამოსვლას, რომელიც მოცულობაში 2-3 ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.
საფეხური 2
როცა ცომი მზად იქნება, გავაბრტყელოთ და მივცეთ მართკუთხედის ფორმა, 2-3 მმ სიმაღლით. ზემოდან წავუსვათ ჯემი და მოვაყაროთ შაქარი დარიჩინთან ერთად. შევახვიოთ რულეტი.
საფეხური 3
დავჭრათ რულეტი ნაჭრებათ და დავალაგეთ საცხობ ტაფაზე, ერთმანეთისგან 5სმ დაშორებით. ცოტახანი ვაცადოთ ამოსვლა იმისთვის, რომ ფუნთუშები უფრო ფუმფულა გამოვიდეს. წინასწარ გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსამდე და გამოვაცხოთ ფუნთუშები.
საფეხური 4
ოთახის ტემპერატურაზე მყოფი მინანქრის ინგრედიენტები ჩავყაროთ ჯამში და ავთქვიფოთ.

სერვირება

წაუსვით მინანქარი ფუნთუშებს და გემრიელად მიირთვით!