Search
ან
საფერავში შემწვარი მწყერი
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ
ინგრედიენტები
1 1 მწყერი
200 200 მლ. ღვინო
200 200 მლ. ზეითუნის ზეთი
3 3 კბილი ნიორი
4 4 მწყრის კვერცხი
60 60 გრ. სოკო
100 100 გრ. მიწის თხილი
20 20 გრ. კარაქი
200 200 გრ. ოხრახუში
200 200 გრ. ლიმონი
50 50 გრ. ნიგოზი
10 10 გრ. ბოლოკი
კალტი
საფეხური 1
მოვამზადოთ ოხრახუშის სოუსი: მოვათავსოთ სანაყში ოხრახუში, ერთი კბილი ნიორი, ნიგოზი, მიწის თხილი და გახეხილი კალტი. კარგად დავნაყოთ და დავუმატოთ მარილი გემოვნებით. გადავიტანოთ ცალკე ჯამში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. მოვხარშოთ კვერცხი. მოვაცალოთ ცილა და დავტოვოთ მხოლოდ გული.
საფეხური 2
გავახუროთ ტაფა, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვათავსოთ დაჭყლეტილი ნიორი და დავიწყოთ მწყრის შეწვა. პერიოდულად ვამატოთ ღვინო. როდესაც ალკოჰოლი აორთქლდება, წავუსვათ კარაქი, დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი.
საფეხური 3
ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ მთლიანი სოკოები და ერთი კბილი ნიორი.

სერვირება

მოათავსეთ თეფშზე ჯერ სოუსი, შემდგომ კი მწყერი. გვერდით დაუდეთ სოკოს გარნირი. გასაფორმებლად გამოიყენეთ წითელი მოცხარი და თხლად დაჭრილი ბოლოკი.