Search
ან
ხაბიძგინა
30-60 წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
800 800 მლ. რძე
1 1 კგ. ფქვილი
1 1 ჩაის კოვზი მარილი
1 1 ჩაის კოვზი შაქარი
1 1 სუფრის კოვზი საფუარი
50 50 მლ. ზეთი
1 1 კგ. კარტოფილი
1 1 კგ. იმერული ყველი
200 200 გრ. ერბო
მარილი
საფეხური 1
პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ ცომი - ნელ-თბილ რძეში გავხსნათ შაქარი, საფუარი და მარილი. დავაცადოთ 15 წუთი და შემდეგ გადავზილოთ ფქვილში (ვზილოთ ერთი მიმართულებით) და როდესაც ერთგვაროვან მასას მივიღებთ ამოვავლოთ ზეთში. გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ 1 საათი. პარალელურად, მოვხარშოთ კარტოფილი და ყველთან ერთად გადავზილოთ, ასევე დავამატოთ ერბო ან კარაქი. სასურველია, რომ კარტოფილის მასა იყოს ერთგვაროვანი და არ დაგვრჩეს კორკოტები. შევაზავოთ ცოტაოდენი მარილით და დავყოთ გუნდებად. ცომისა და შიგთავსის მასა უნდა იყოს ერთი ზომის.
საფეხური 2
როდესაც ცომი ამოფუვდება გადმოვიტანეთ სამუშაო მაგიდაზე, გადავზილოთ და გავაკეთოთ გუნდები. გადავუსვათ ზეთი, გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ ისევ 20 წუთით . შეგიძლიათ 300 გრამიანი ცომის გუნდები დაყოთ და ასევე კარტოფილის გუნდებიც დაყოთ 300 გრამებად. გავაბრტყელოთ ცომის გუნდა და მოვათვასოთ შიგთავსი , მოვუკრათ პირი და ხელის თანაბარი მოძრაობით ვეცადოთ გავაბრტყელოთ ისე, რომ შიგთავსი თანაბრად გადანაწილდეს. სასურველია ხაბიზგინა იყოს მაქსიმალურად თხელი და როდესაც მას საცხობ ფორმაზე გადაიტანთ შუაგულში პატარა ნახვრეტი გავუკეთეთ. გამოვაცხოთ ღუმელში 200–250 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი.

სერვირება

წავუსვათ ცოტაოდენი ერბო ან კარაქი.