ხილი კარგად გარეცხეთ. დაჭერით ყველაფერი პატარა ზომის კუბიკებად და აურიეთ ერთმანეთში.
საფეხური 2
სუფთა ჩაის ტილოზე დააფინეთ ბრინჯის ფირფიტა, წყლიანი ხელი გადაუსვით მთლიან ზედაპირზე, დაყარეთ 1 სუფრის კოვზი ხილი და გადაახვიეთ ტოლმის მსგავსად, ისე რომ ყოველი მხრიდან იყოს მჭიდროდ შეკრული.
საფეხური 3
ზეთი ჩაასხით ღრმა, საშუალო ზომის ქვაბში და კარგად გააცხელეთ. გაცხელებულ ზეთში ჩაყარეთ გადახვეული როლები და შებრაწეთ ოდნავ.
არაჟანს გადაურიეთ ჟოლოს ჟემი (ან სხვა ჯემი, რომელიც გეგულებათ სახლში) და სოუსი მზადაა.