Search
ან
ხორცის ველინგტონი
60+ წუთი
საშუალო
მძიმე
201-500 კკალ
ინგრედიენტები
1 1 კგ. საქონლის სუკი
500 500 გრ. ბეკონი
800 800 გრ. ქამა სოკო
1 1 თავი ხახვი
3 3 ჩაის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი
1 1 ცალი კვერცხი
700 700 გრ. ფენოვანი ცომი
100 100 მლ. ზეითუნის ზეთი
2 2 ჩაის კოვზი მარილი
2 2 კბილი ნიორი
1 1 ჩაის კოვზი ძირა
საფეხური 1
საქონლის ხორცს მოაყარეთ მარილი, ზეთიან ტაფაზე მობრაწეთ ყველა მხრიდან, შემდეგ წაუსვით მდოგვი და აცადეთ გაგრილება. სოკო, ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაკეპეთ ძალიან წვრილად, ცხელ ტაფაზე დაყარეთ და მოშუშეთ, მანამ სანამ ზედმეტი სითხე არ ამოშრება ტაფიდან. დაამატთ ძირა და მარილი გემოვნებით.
საფეხური 2
საკვებ ცელოფანზე (გრინზე) დააფინეთ ბეკონი, შემდეგ წაუსვით თანაბრად მოშუშული სოკოს მასა. დადეთ შემწვარი საქონლის ნაჭერი ზედ და გაახვიეთ რულეტი ისე, რომ ბეკონი და მასზე დაფენილი მასა კარგად ეკვროდეს ხორცს გარშემო. ბოლოები მოუკარით ისე, რომ მიიღოს ძეხვის ფორმა, შედგით მაცივარში 20 წუთით.
საფეხური 3
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ 3-4 მმ. სისქის ზომაზე. გამოიღეთ მაცივრიდან რულეტი, ფრთხილად მოხსენით ცელოფანი და ამჯერად ცომში გადაახვიეთ ისე, რომ ცომმა სრულიად დაფაროს რულეტი.
საფეხური 4
რულეტს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით.

სერვირება

დაჭერით რულეტი სასურველი ზომის ნაჭრებად. შეგიძლიათ მიირთვათ წითელ მშრალ ღვინოსთან ერთად.