Search
ან
გამომცხვარი პომიდვრის წვნიანი
30-60 წუთი
ადვილი
მსუბუქი
2
0-200 კკალ
ინგრედიენტები
900 900 გრ. მწიფე პომიდორი
350 350 გრ. წითელი ბულგარული წიწაკა
350 350 გრ. ხახვი
50 50 მლ. ზეითუნის ზეთი
60 60 გრ. ნიორი
180 180 გრ. სტაფილო
50 50 გრ. ოხრახუში
1-2 1-2 დაფნის ფოთოლი
5 5 გრ. შაშკვლავი
1 1 მწიკვი პაპრიკა
საფეხური 1
პომიდორი, წითელი ბულგარული, გაფრცქვნილი სტაფილო, ხახვი, ნიორი და დაფნის ფოთოლი მოვათავსოთ საცხობ ჭურჭელში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ 5-6 გრ. მარილი. გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 35 წუთის მანძილზე.
საფეხური 2
გამომცხვარი ბოსტნეული გავფრცქვნათ და მოვათავსოთ ბლენდერში, დავუმატოთ ოხრახუშის ღეროები, პაპრიკა და მდუღარე წყალი.
საფეხური 3
ვაბლენდეროთ სანამ არ მივიღებთ ოდნავ სქელ, ერთგვაროვან მასას.

სერვირება

სერვირებისთვის, გამოვიყენოთ შაშკვლავი და ნიახურის ღეროები.