ეს ხორციანი აჩმაა, არ არის ლაზანია. არ მაინტერესებს ვინ რას მეტყვის. შეზავებულია ქართული არომატებით, ცომი აჩმისაა, გემოც ქართულია.
500
500
გრ.
წითელი ბულგარული წიწაკა
50
50
გრ.
წითელი დაღერღილი წიწაკა
10
10
გრ.
ნიორი
40
40
გრ.
ხმელი ქინძი
40
40
გრ.
უცხო სუნელი
35
35
გრ.
ქინძი
1.2
1.2
კგ.
საქონლის ფარში
500
500
გრ.
პომიდორი
300
300
მლ.
მაწონი
3
3
კვერცხი
400
400
გრ.
კარაქი
500
500
გრ.
ფქვილი
პირველ რიგში ვაკეთებთ ცომს. ვიღებთ ფქვილს, ვამატებთ 3 კვერცხს და 200 გრამ მაწონს. ვზელთ კარგად, რომ მივიღოთ რბილი ხინკლის ცომის სიმკვრივის მაგვარი მასა. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი. მოზელილი ცომი გააბრტყელოთ საგლინველით, დავჭრათ სასურველ ფორმაზე, და მოვხარშოთ. გავაგრილოთ ცივ წყალში და დავალაგოთ ისე, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს.
პარალელურად, გარეცხილი წითელი ბულგარული წიწაკა, გაფცქვნილი ნიორი, ცხარე წითელი წიწაკა, პომიდორი, ქინძის სუნელი და უცხო სუნელი მოვათავსოთ ბლენდერში, დავამატოთ 1-2 მწიკვი მარილი და დავაბლენდეროთ, რომ მივიღოთ აჯიკა.
ტაფაზე დავასხათ ზეთი, კარგად გავაცხელოთ და მოვთუშოთ ფარში. ფარში რომ გაღიავდება და მოითუშება, დავამატოთ აჯიკა, კარგად ამოვურიოთ, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და გავაგრილოთ.
აჩმის ასაწყობად, ავიღოთ საცხობი ფორმა, ან ნებისმიერი რამე რაშიც შეძლებთ გულსართის და ცომის ჩადებას. დავადნოთ კარაქი, ჩავაფინოთ ცომი ფორმაში, 1-2 ფენა, შემდეგ წავუსვათ გამღვალი კარაქი და ჩავდოთ ერთი ფენა ხორცი, გადავაფაროთ ცომი, წავუსვათ კარაქი, და გავიმეორეთ ეს პროცესი რამდენჯერაც გინდათ.
სერვირება
აწყობილი აჩმა გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი