მიყვარს სიმინდის ფქვილი. სიმინდიც მიყვარს. არ მიყვარს ერთფეროვნება. მაიზი, იგივე სიმინდი, მსოფლიოში მეორე ყველაზე მოსავლიანი კულტურაა. წელიწადში დაახლოებით 823 მილიონი ტონა მიიღება. მსოფლიოში ზოგადად სამი სახეობაა გავრცელებული: -ყვითელი, თეთრი და ცისფერი. საქართველოში ცისფერი და ყვითელი იშვიათია.
100
100
გრ.
ხის სოკო
100
100
გრ.
პოლენტა
120
120
გრ.
მჭადის ფქვილი
500
500
გრ.
შებოლილი სულგუნი
8
8
გრ.
ტარხუნა
30
30
მლ.
ზეითუნის ზეთი
15
15
გრ.
მზესუმზირის ღვივი
50
50
გრ.
კოწახური
80
80
გრ.
მჟაუნა
80
80
გრ.
წიწმატი
კერძი რომ გემრიელი გამოვიდეს, უნდა გავაკეთოთ ქართული-იტალიური ღომი. მოვხარშოთ სიმინდის ფქვილი და ნაცვლად ღერღილისა დავამატოთ პოლენტა, რომელიც გარდა კერძის სახელისა, ასევე თვით ფქვილის დაფქვილობის ხარისხს ჰქვია. ვააკეთებთ ღომს, ვაციებთ, ვაბრტყელებთ და ვჭრით თხელ ნაჭრებად. ამ ნაჭრებს ვწვავათ. პარლელურად, ვასუფთავებთ ხის სოკოს და ტაფაზე ვათავსებთ.
ვბრაწავთ სოკოს და ღომის ნაჭრებს ტაფაზე და ვამატებთ მარილს.
შემდეგი ეტაპია ზეითუნის ზეთის, ნახევარი ტარხუნის და კოწახურის დაჭრა და ერთგვაროვან მასად ქცევა - ეს იქნება ჩვენი დრესნიგი. რეცეპტში მინიშნებულ ყველა მწვანე ინგრიდიენტს ვდებთ ღრმა ჭურჭელში, ვასხვათ აწ უკვე გამზადებულ დრესინგს და ვახეხავთ შებოლილ სულგუნს. იტალიურ-ქართული ღომის შემწვარ ნაჭრებს ვჭრით კუბიკებად. ხის სოკოს დაბრაწვის შემდგომ და ვათავსებთ მწვანე ინგრიდიენტების ჭურჭელში, მანდვე ვამატებთ ღომის კუბიკებსაც.
სერვირება
სერვირებისთვის აუცილებად დაამატეთ მარილი, არა იოდიზირებული, სერვირებისთვის. სალათია უმარტივესი და სასიამოვნო. სერვირებაზე ტვინის ჭყლეტვა არ სჭირდება, რადგან იმდენი ლამაზი კონპონენტი აქვს, რომ ბუნებრივად ლამაზი გამოვა კერძიც. შეიგიძლიათ მოაყაროთ კოწახური. თუ სალათის ინგრედიენტთა ნუსხას სულგუნს ამოვაკლებთ, შესაძლებელი იქნება მისი მარხვის დროს მირთმევაც.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი