ქართული გასტრო კულტურა სავსეა სამარხვო და ვეგეტარიანული კერძებით. უცხოელი სტუმრები გიჟდებიან ამ კერძებზე და მათ მრავალფეროვნებაზე, მაგრამ ქართველისთვის ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია. ბევრისთვის ზედმეტად ნაცნობიც კი. ვფიქრობ, პატარა დევიანტური გახალისების დროა.
300
300
გრ.
ბადრიჯანი
120
120
გრ.
შავი მოცხარი
100
100
გრ.
ლიმონი
10
10
გრ.
ორეგანო
10
10
გრ.
ნიორი
150
150
მლ.
ზეითუნის ზეთი
20
20
გრ.
წიწიბურის ღვივები
ვიღებთ ბადრიჯანს, ვჭრით ნახევრად, ისე, რომ მივიღოთ ჯიბე, რომელშიც ჩავდებთ ყველაფერ არომატულს, რომ ბადრიჯნის დეპრესიულად ერთგვაროვანი გემო ცოტათი მაინც გავახალისოთ. შიგნით ვდებთ გასრესილ ნიორს, ვაყრით მარილს და ვდებთ ლიმონის კანგაცლილ თხელ ნაჭრებს (ნაჭრები იმდენად უნდა იყოს კანგაცლილი რომ თეთრი გარსი საერთოდ არ შეყვეს. თეთრი ნაწილი თუ შეყვა გემოს კი არ გაახალისებს, არამედ ისე გაამწარებს, რომ გასინჯვის შემდეგ 1 საათი ვერაფრის გემოს იგრძნობთ). დავაყოვნებთ 30 წუთით, მაცივარში.
გულსართის მთავარი კომპონენტი შავი მოცხარია, მაგრამ, გარდა შავი მოცხარისა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცვი. მას სხვა გემო აქვს, მაგრამ მაინც სძენს კერძს კომპლიმენტარულ არომატს. მოცხარს შევურიოთ ორეგანოს ფოთლები და მოვათავსოთ ბადრიჯანის ჯიბეში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, გარედანაც შევზილოთ მარილი და გავახვიოთ ფოლგაში.
კერძი გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. სერვირებისთვის კერძი გადმოვიტანოთ თეფშზე, და მოვაყაროთ წიწიბბურის ღვივები.
სერვირება
წიწიბურის ღვივების ნუ შეგეშინდებათ, სასიამოვნო არომატის მქონეა, ცოცხალი გემოთი და თუ ისე მოხდა, რომ საერთოდ ვერ იშოვეთ, ეგეც არაუშავს, ისევ თავშავას, იგივე ორეგანოს ფოთლებით შეიგიძლიათ გაახალისოთ თეფში. იმ სიტუაციასაც განვიხილავთ, რომელშიც თავშავაც არ გვაქვს ცოცხალ მდგომარეობაში, ამ შემთხვევაში ვიყენებთ გამომშრალ ორეგანოს, მაგრამ იცოდეთ, კულინარიის ღმერთებისთვის ეს მკრეხელობაა.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი