საშობაო შტოლენი

3 წთ. საკითხავი

საშობაო შტოლენი

3 წთ. საკითხავი

საშობაო შტოლენი

საშობაო შტოლენის ისტორია 700 წელს ითვლის.
ეს არის საფუარზე მომზადებული ტკბილი პური, ბევრი ცუკატით, თხილეულით და სანელებლით, რომელიც გერმანიაში, უკლებლივ ყველა ოჯახში, სადღესასწაულო სუფრაზეა წარმოდგენილი.

შტოლენს შობამდე 2-3 კვირით ადრე აცხობენ, შემდეგ ფუთავენ და ინახავენ დასაძველებლად, უკეთესი ტექსტურის და არომატების მისაღებად. ტრადიციული შტოლენის მომზადება რთული სულაც არ არის, მოიმარაგეთ ინგრედიენტები და მიჰყევით ჩვენს რეცეპტს.


დაგჭირდებათ:

1 ჭიქა რძე
3 ჩ.კ აქტიური მშრალი საფუარი
½ ჭიქა შაქარი
4 ჭიქა ფქვილი
1 კვერცხი
2 კვერცხის გული
170 გ ოთახის ტემპერატურის კარაქი
1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
1 ლიმონის ცედრა
1/3 ჩ.კ მარილი
¾ ჩ.კ დაფქული მუსკატის კაკალი
¾ ჩ.კ ილი
½ ჩ.კ დარიჩინის პუდრი
1 ჭიქა ქიშმიში
1 ჭიქა ციტრუსის ცუკატი
⅓ ჭიქა დაჭრილი ნუში
1/2 ჭიქა შავი რომი
ფქვილი სამუშაოდ
გამოცხობის შემდეგ:
100 გ კარაქი
150 გ შაქრის პუდრი

ჯამში ჩაყარეთ ქიშმიში და ცუკატები, დაასხით რომი და გააჩერეთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.
შეათბეთ რძე, დაუმატეთ 2 ს.კ შაქარი და საფუარი, მოურიეთ და გააჩერეთ ფერმენტაციისთვის 10-15 წუთი.

ჯამში ჩაყარეთ დარჩენილი შაქარი, ფქვილი, მარილი, ყველა სანელებელი, ცედრა, რბილი კარაქი, და კვერცხი. დაიწყეთ რძის ჩასხმა, თან მოურიეთ ხის კოვზით. როდესაც მასა შეიკვრება, გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და მოზილეთ ცომი 8 - 10 წუთი (მიქსერის შემთხვევაში 5-7 წუთი).

ჯამს წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ცომის გუნდა და გადააკარით გრინი კონტაქტურად. დადგით თბილ ადგილას მინიმუმ 1 საათით, ან სანამ ცომის მოცულობა არ გაორმაგდება.

180 გრადუსზე ღუმელში გამოაშრეთ ნუში, 10 წუთით.
გადაწურეთ ქიშმიში, დაუმატეთ ცომს და გადაზილეთ ვიდრე სრულად არ შეერევა, საჭიროების შემთხვევაში დაიხმარეთ ფქვილი. დაუმატეთ ნუშიც.

ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. მსუბუქად გააბტყელეთ და გადაკეცეთ, მიეცით ოვალური ფორმა. მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, მჭიდროდ გადააკარით გრინი და დატოვეთ ასაფუებლად 40 - 50 წუთი.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოაცხვეთ 30-40 წუთი. ხის წკირით დაჩხვლიტეთ გამომცხვარი, ცხელი შტოლენი, რომ კარაქმა კარგად შეაღწიოს ნამცხვარში, გადაუსვით დამდნარი კარაქი და მომენტალურად მოაყარეთ შაქრის პუდრი. გააგრილეთ.

შტოლენი შეგიძლიათ მიირთვათ გამოცხობისთანავე ან შეინახოთ 2-3 კვირით გრილ ადგილას, ასეთ შემთხვევაში შეფუთეთ მჭიდროდ პლასტიკში ან ფოლგაში.

დაძველებულ შტოლენს უფრო ინტენსიური გემო აქვს, ტექსტურაც მეტად ნოტიო.
საყინულეში ინახება 1 თვემდე.

ავტორი:

ნინო მეგრელიძე

Comments