დეკემბრის პროდუქტები

4 წთ. საკითხავი

დეკემბრის პროდუქტები

4 წთ. საკითხავი

დეკემბრის პროდუქტები

დეკემბერი წარმოიშვა ბერძნული სიტყვა დეკა - ათიდან. ძველი კალენდარით ის იყო მეათე თვე, თუმცა დღეს მეთორმეტეა და წარმოადგენს წლის საბოლოო თვეს. ამ თვით მთავრდება სეზონური პროდუქტების ციკლიც. მანდარინზე ცოტახნისწინ მოგახსენეთ, ამიტომ გთავაზობთ დანარჩენი ხილის სიას:

ფორთოხალი

მუდმივად მწვანე ციტურის ხე 4-დან 12-მდე სიმაღლით, აქვს სქელი ფოთოლი და ლამაზი თეთრი ყვავილი. ფორთოხლის ნაყოფი გამოირჩევა თავისი არომატით და სურნელით. წარმოშობით არის სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან, ხოლო დღეს იზრდება ყველგან სადაც კი ტროპიკული ან სუბ-ტროპიკული ზონაა (მაგალითად, საქართველოში, დაღესტანში, აზერბაიჯანში, იტალიაში, ესპნაეთში, ეგვიპტეში, მაროკოში, ალჟირში, იაპონიაში, ინდოეთში, პაკისტანში, აშშ-ში, ინდონეზიაში და სამხრეთ საფრანგეთში). ყველაზე ტკბილი სახეობა არის Mosambi და Sukkari.

ფორთოხლის შემადგენლობაში შედის ვიტამინები А, В2, РР, В1, С, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, რკინა. ფორთოხალს გააჩნია ანთებისაწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისებები. მისი მოხმარება რეკომენდირებულია ანემიის, მადის დაკარგვის, დაღლილობის, ასტეროსკლეროზის, გიპერტონიის, შეკრულობის და მრავალი სხვა სენის დროს.

ფორთოხლის რეგულარული გამოყენება ორგანიზმს ამყოფებს ტონუსში, წმენდს სისხლს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. კულინარიაში იდეალურია სალათებისთვის, სოუსებისთვის, კოქტეილებისთვის და რა თქმა უნდა დესერტებისთვის.

ანანასი



ანანასი უზომოდ გემრიელი და ამავდროულად სასარგებლო ეგზოტიკური ხილია, რომელიც, დღესდღეობით, უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია ხილის სასარგებლო თვისებები - იგი შეიცავს B, PP, A, C და E ჯგუფის ვიტამინებს;  კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, თუთიას, რკინას, სპილენძს, მარგანეცს, იოდს და ფოსფორს.

ანანანის ებრძვის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელების მუშაობას, სასარგებლოა ბრონქიტის დროს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

ანანასის მიღება არ არის რეკომენდირებული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. აგრეთვე, 3 წლამდე ბავშვებისთვის.


ვაშლი



ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია, იგი ძალიან გემრიელია და თან მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ეს მცენარე ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და თითქმის 4000 წლინ წინ იქნა კულტივირებული.

ვარაუდობენ, რომ ვაშლის სამშობლო ცენტრალური აზიაა. დღესდღეობით, ვაშლის 10 000-მდე ჯიში არსებობს, საქართველოში კი დაახლოებით 200 სახეობის ვაშლი მოჰყავთ.

 ვაშლი შეიცავს С, В1, В2, Р, Е   ვიტამინებს. აგრეთვე კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, რკინას, კალციუმს, კალიუმსა და მარგანეცს. ვაშლი თითქმის ყველა დიეტის დროს გამოიყენება, რადგან შესანიშნავი პროდუქტია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება ან განტვირთვის დღეების მოწყობა სსურს.

გაითვალისწინეთ, თუ კუჭის მაღალი მჟავიანობა გაწუხებთ, ტკბილი ჯიშის ვაშლი მიირთვით, ხოლო თუ პირიქით, დაბალი მჟავიანობა გაქვთ, მაშინ თქვენთვის მჟავე ჯიშის ვაშლია რეკომენდებული. რკინის დიდი შემცველობის გამო ვაშლი უებარია ანემიისას.

ვაშლს ხშირად იყენებენ კულინარიაში. მას უმატებენ სალათებს, ნამცხვრებს, დესერტებს, სასმელებს, ხორციან კერძებს (ძირითადად გულსართად); მისგან ამზადებენ ხილფაფას, ჩირს, ტყლაპს, წვენს, კომპოტს, კისელს.

საყოველთაოდ ცნობილია ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების შესახებ. ვაშლისგან აყენებენ ღვინოსაც. ამ მხრივ საფრანგეთი არავის უთმობს პირველობას. ვაშლის ღვინო იქ ყურძნის ღვინოზე არანაკლებ პოპულარულია. ვაშლის ღვინო - სიდრი - დაბალალკოჰოლური (5-7%) სასმელია, რომელსაც ვაშლის (ან იშვიათად - მსხლის) დადუღების შედეგად იღებენ. სიდრი პოპულარულია გერმანიასა და ესპანეთშიც.

გერმანიაში, კერძოდ კი ფრანკფურტში, შემოდგომით ვაშლის ღვინის ფესტივალი - Apfelweinfest - იმართება. ვაშლის ღვინოა ასევე კალვადოსი, ოღონდ ის ბევრად მაგარია და  სპირტის დაახლოებით 40% შემცველობით ხასიათდება.

 

Comments