დაუბრუნდით რესტორანს
შეფ-მზარეული
ტომას სიარგი

კულინარიისადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა და მუშაობაც 17 წლიდან დავიწყე, როგორც მიმტანმა, ვიმუშავე ბარშიც. საბოლოოდ, 20 წლის ასაკში სამზარეულოში გადავედი.
ჩავაბარე კულინარიულ აკადემიაში, საიდანაც მოვხვდი აჭარა ჯგუფში, ჰოლიდეიინში სადაც ავედი სუშეფის პოზიციამდე. შემდეგ გავხდი შეფი პატარა რესტორანში, ამის შემდეგ გადავედი ბათუმის რედისონში შეფის პოზიციაზე, მაგრამ იქაური ჰავა დიდად არ მომეწონა და უკან დავბრუნდი, თბილისში.
დიდი გამოცდილებებით სავსე გზა გავიარე. დღეს შეფის პოზიციას აფიშაში ვიკავებ. ვფიქრობ, რომ ეს სფერო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს, თუ ბოლომდე მიყვები, ამ საქმეში მთლიანად უნდა ჩაერთო და მთელი დრო და რესურსი ჩადო,შეფისთვის საქმის გარდა, გართობაც და ჰობიც სამზარეულო უნდა იყოს.
შეფის რეცეპტები
სულ 0 რეცეპტი