მწვანილის შენახვის წესები
1 წთ. საკითხავი
მწვანილის შენახვის წესები

ყველამ ვიცით, თუ რამხელა სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის ახალ მწვანილს. მისი მიღება რეკომენდირებულია ყოველ დღე, მთელი დღის განმავლობაში.
თუმცა, როგორც მომხმარებლები, ვაწყდებით ერთ პრაქტიკულ უსიამოვნებას - ბევრი მწვანილის შეძენის შემთხვევაში მას დროზე ვერ მოვიხმართ, მწვანილი ფუჭდება და კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.

მწვანილის შენახვის რამდენიმე მეთოდი
ვასუფთავებთ მწვანილს, ვაჭრით ფესვებს, ვრეცხავთ ცივ წყალში და ვაშრობთ.
ვინახავთ შუშის ქილაში. თუ ბაქტერიების და ჰაერის შეშვებას გამოვრიცხავთ, მწვანილმა შეიძლება 2-3 კვირამდე გაძლოს.
პოლიეთილენის პარკით შენახვის შემთხვევაში, მწვანილს სჭირდება გასუფთავება, მაგრამ გარეცხვა რეკომენდირებული არ არის.
მოათავსეთ მწვანილი პარკში ისე, რომ შეიქმნას ჰაერის კამერა (ბუშტი). ასეთი ხერხით მწვანილის შენახვა შეიძლება 1 კვირამდე.
შეგიძლიათ მოიხმაროთ მყარი ქაღალდი, რომელიც არ იშლება სისველეზე (არ გამოყენოთ ჟურნალ-გაზეთები, ვინაიდან საბეჭდი საღებავი მომწამვლელია ორგანიზმისთვის).
დანამეთ ქაღალდი და ზედ მოათავსეთ გასუფთავებული მწვანილი. გაახვიეთ და შეინახეთ პოლიეთილენის პარკში. ასეთი ხერხით მწვანილმა შესაძლებელია 10 დღემდეც კი გაძლოს.