Search
Or
საახალწლო თაფლაკვერები
60+ Min
რთული
201-500 Kcal

“დავამთავრე “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”,  ინფორმატიკის ფაკულტეტი, თუმცა მალევე მივხვდი რომ  ტექნიკაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობა მიტაცებდა.
წლების განმავლობაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში ვმუშაობდი. ამავდროულად  მუდამ საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი. 

სამი წლის წინ, მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, რომ აღარ მსურდა რუტინულ სამსახურში მუშაობა. მსურდა საკუთარი საქმე და შემოსავალი. ამ პერიოდში გავიარე “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” (ჯიპა)  ზოგადი მენეჯმენტის კურსი, რამაც აღმაფრთოვანა და მომცა მოტივაცია. იმ პერიოდში ბიზნესის დასაწყებად ინვესტიციები არ გამაჩნდა, ამიტომ მივიწყებული ჰობი გავიხსენე.
ცხობა ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა პროფესიულ დონეზე არასოდეს შემისწავლია. 

აღმოჩნდა, რომ ლამაზი ორცხობილების შესაქმნელად არც თუ ისე დიდი ინვენტარი იყო საჭირო, ძირითადი ინგრედიეტები კი (კარაქი, შაქარი, ფქვილი) თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება. ორცხობილების  რამდენიმე სატესტო ვერსიის შემდეგ სოციალურ ქსელებში შევქმენი ჩემი ბიზნეს გვერდი და პირველმა შეკვეთებმაც არ დააყოვნეს. სწორედ ასე დაიბადა “ გაამოს” რომელსაც  დღეს შვილივით ვზრდი და ვუვლი.

ამჟამად აქტიურად  ვატარებ მასტერკლასებს და ვასწავლი ორცხობილების მოხატვას ნებისმიერ მსურველს. ვთვლი რომ ორცხობილების მოხატვა ერთგვარი თერაპიაა და მინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში დამიგროვდა. პარალელურად  ვეუფლები საკონდიტრო ხელოვნებას პროფესიულ კოლეჯ “იკაროსში”.

მომავალში ვაპირებ საკუთარი სტუდია-სახელოსნოს გახსნას, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს და ორცხობილების მოხატვა შეისწავლოს.  ნინო შოშიაშვილი - ონლაინ საკონდიტრო “გაამოს” დამფუძნებელი. 
 

ingredients
500 500 გრ. შაქარი
200 200 მლ. მდუღარე წყალი
200 200 გრ. კარაქი 82%
1 1 ჩაის კოვზი სოდა
1/2 1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი
2 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
1/4 1/4 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ანისის ვარსკვლავი, ილი, მიხაკი
1-2 1-2 სუფრის კოვზი თაფლი
1 1 ცალი სურვილის შემთხვევაში კვერცხი ან 2 კვერცხის გული
800-900 800-900 გრ. ფქვილი
მინანქარი
100 100 გრ. კვერცხის ცილა
600 600 გრ. შაქრის პუდრი
100 100 გრ. გლუკოზის სიროფი
20 20 გრ. ლიმონის წვენი
1 1 მწიკვი ვანილი
step 1
შაქარს ვადნობთ სქელძირიან ქვაბში ან ტაფაზე, ეტაპობრივად ვამატებთ მდუღარე წყალს, კუბებად დაჭრილ კარაქს, დაფქულ სუნელებს, თაფლს, მარილს. ბოლოს ვამატებთ სოდას. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს მასა საკმაოდ გაიზრდება მოცულობაში. უმჯობესია მაქსიმალურად დაუწიოთ ცეცხლს ან საერთოდ გამორთოთ.
step 2
გაცივებულ მასაში ვამატებთ 1 კვერცხს ან 2 კვერცხის გულს.
step 3
ფქვილს ეტაპობრივად. ვზელთ 5 - 10 წთ. ცომი ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს. ცომს ვგრინავთ და ვინახავთ მაცივარში მინიმუმ 24 საათით.
step 4
გამოცხობამდე ნახევარი საათით ადრე ვიღებთ ცომს მაცივრიდან (ვათბობთ ოთახის ტემპერატურაზე), ვაბრტყელებთ 0.5 სმ. სისქეზე. ვაცხობთ (საცხობ სილიკონზე ან საცხობ ქაღალდზე) 6-7 წუთი 180 გრადუსზე.
step 5
მზა ცომი ინახება მაცივარში 1 თვე.
step 6
ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ მიქსერის ჯამში. ვთქვეფთ ჯერ ბრტყელი თავაკით დაბალ და შემდეგ საშუალო სიჩქარეზე.
step 7
როგორც კი მასა გახდება თეთრი და პრიალა ვწყვეტთ თქვეფას.
step 8
მოათავსეთ მინანქარი საკონდიტრო ტომარაში და მოხატეთ და შეაწებეთ სახლის კედლები. მინანქარი შრება ოთახის ტემპერატურაზე 2-3 საათი.

How To Serve

გაამოთ!