შუს ცომი
2 წთ. საკითხავი
შუს ცომი

ცხელი ცომის გამოგონება
შუ, შუკეტი, პროფიტროლი, ეკლერი, პარი-ბრესტი, კროკამბუში, სენტ-ონორე - ამ გამორჩეული, ყველასთვის საყვარელი ფრანგული დესერტების ცომის, ე.წ ცხელი ცომის გამოგონებას მიაწერენ ვინმე პოპელინის, იტალიელ მზარეულს, რომელიც ეკატერინე მედიჩის კარზე მსახურობდა. მოხარშული ცომის ტექნოლოგია დაიხვეწა საუკუნეების მანძილზე და ბევრი კონდიტერის შთაგონების წყაროდ იქცა. ასე მივიღეთ უამრავი საინტერესო დესერტი შუს ცომის გამოყენებით.
შუ ფრანგულად კომბოსტოს ნიშნავს. მრგვალი, დაბრაწული ცომის ბურთები, მართლაც წააგავს პატარა კომბოსტოს. შუ ცხობისას ფუვდება, კანი კნატუნა რჩება, ხოლო გულში საკონდიტრო კრემის ჩასასხმელად საკმაოდ დიდი ადგილი რჩება. ვანილის, შოკოლადის ან ყავის კრემი კლასიკური შუს გულსართია.

შუკეტები
შუკეტები იგივე პატარა შუებია კრემის გარეშე, მათ ცხობამდე უდნობი შაქრის გრანულებს აყრიან. ამზადებენ როგორც თეთრ, ასევე კაკაოს შუკეტებს.
პროფიტროლი ფრანგული კონდიტერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინოვატორის კარემის ქმნილებაა, მის სახელს უკავშირდება კროკამბუშის და ეკლერის გამოგონებაც. პროფიტროლი კრემით სავსე შუა, რომელიც შოკოლადის განაშშია ამოვლებული. კროკამბუში, ყველაზე სადღესასწაულო დესერტი, კრემიანი შუებით აწყობილი კონუსისებრი კონსტრუქციაა, შუები ერთმანეთთან კარამელითაა მიწებებული.
ეკლერი, ფრანგული კონდიტერიის სიმბოლო, ისტორიულ წყაროებში პირველად 1850 წელს ჩნდება. კლასიკური ეკლერის გულსართი ვანილი, შოკოლადის ან ყავის კრემია, პრიალა, სარკისებური მინანქარი ამ დესერტს გამორჩეულ, პარიზულ ელფერს ანიჭებს.
პარი-ბრესტი ბორბლის ფორმის გამომცხვარი შუს ცომია, რომელიც სავსეა პრალინეს კრემით, მორთულია ნუშის ფანტელებით და შაქრის პუდრით. სახელწოდება უკავშირდება ველო ტურნირს პარიზი-ბრესტი-პარიზი, რომლის მარშრუტზეც მდებარეობდა საკონდირტო “მეზონ-ლაფიტი”, სწორედ აქ, 1891 წელს კონდიტერმა ბოჟემ შექმნა დესერტი ბარიზი-ბრესტი, მისი ფორმა აუცილებლად მოგაგონებთ ველოსიპედის ბორბალს.
სენტ-ონორე ფრანგული გასტრონომიის კიდევ ერთი გამორჩეული დესერტია, რომელიც ახალგაზრდა კონდიტერმა ოგიუსტ ჟულიენმა 1850 წელს შექმნა იმ ეპოქის ყველაზე ცნობილ პარიზულ საკონდიტროში. პირველადი ვერსია იყო მსხვრევადი ცომის ბაზაზე, დღევანდელი სენტ-ონორე ფენოვანი ცომის ძირით, შუებით და კარამელით იწყობა. ამ დესერტის დეტალურ რეცეპტს ჩვენს ვებ-გვერდზე იპოვით.
ავტორი:
ნინო მეგრელიძე