ქათმის გულ-ღვიძლი გავრეცხოთ, გავასუფთაოთ ზედმეტი ძარღვებისგან, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ისე რომ დაიფაროს და დავდგათ საშუალო ზომის ცეცხლზე, მოვხარშოთ და შემდეგ გადავწუროთ.
საფეხური 2
ტაფა გავახუროთ საშუალო ცეცხლზე და მოხარშული გულ-ღვიძლი დავყაროთ ტაფაზე, დავუმატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხახვი, მოვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ სუნელები და სოიოს სოუსი. ბოლოს ნავისებურ ფორმებად დაჭრილი მჟავე ვაშლი. ვშუშოთ 5 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.