გზავნილი იაპონიიდან - მარიამ ინაბა გვიმზადებს ოიაკოდონს
7 წთ. საკითხავი
გზავნილი იაპონიიდან - მარიამ ინაბა გვიმზადებს ოიაკოდონს

მარიამ ინაბას ისტორია და ოიაკოდონის რეცეპტი
გასტრო გიდის სტუმარია მარიამ ინაბა კიოტოდან, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, იაპონური განხრით.
მარიამ, გაეცანით გასტრო გიდის მკითხველს.
ზუსტად 8 წლის წინ იაპონიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ კიოტოში ჩამოვედი. თავდაპირველად, იაპონიის განათლების სამინისტროს სრული დაფინანსებით, მაგისტრატურის 3-წლიან კურსზე მოვხვდი. უნივერსიტეტის მეორე კურსზე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და შემოვრჩი კიდეც.
კულინარია ბავშვობიდან მიყვარს. დედას სულ ხელებში ვუყურებდი, როცა საჭმელს ამზადებდა და იაპონიაში ჩამოსვლის შემდეგ, მარტო დარჩენილმა ჩემთვის და ჩემი ახალი მეგობრებისთვის დავიწყე მზადება.
ნელ-ნელა ვიხვეწებოდი, უფრო რთულ კერძებსაც ვეჭიდებოდი. Საქართველოდან სუნელები, აჯიკა, ტყემალი და მსგავსი პროდუქტები ჩამომქონდა და ქართული სამზარეულოს გაცნობაც წარმატებით გამომდიოდა.
3 წლის წინ ოსაკაში მდებარე ქართული რესტორნის სამზარეულო მომაბარა უფროსმა. Რესტორნის ადგილას კაფე იყო, უფროსის და ჩემი თანამშრომლობით სრულიად არაფრისგან ძალიან მყუდრო რესტორანი შევქმენით. ჭურჭელი, დიზაინი, სულ, სულ ყველაფრის დაგეგმვაში მივიღე მონაწილეობა და პასუხისმგებლობაც საკმაოდ დიდი მქონდა. უამრავი სტუმარი გვყავდა, ყველას მოსწონდა ჩვენი ქართული კერძები. სამზარეულო ღია იყო და ჩემგან კარგად ჩანდა სტუმრების პირველი რეაქცია კერძის გასინჯვისას. ამაზე ბედნიერი წუთები ჩემთვის არ არსებობდა. დღემდე ასეა, სანამ მე დავიწყებ ჭამას, ვაკვირდები ყველას, ვინც ჩემს გაკეთებულ კერძს აგემოვნებს და რომ დავრწმუნდები მათ კმაყოფილ სახეებში, მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ჭამას.
სამწუხაროდ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მომიწია რესტორნიდან წამოსვლა და ჩემი არყოფნის გამო დაიკეტა კიდეც.
უკვე მესამე წელია კიოტოს პრეფექტურის საზღვარგარეთის ბიზნეს ცენტრში ვმუშაობ, ბიზნესის ხელშეწყობის ოფიცერად (Business promotion officer).
ერთადერთი უცხოელი ვარ, მაგრამ თავს საერთოდ არ ვგრძნობ უცხოდ.
ჩვენი საქმეა კიოტოს ადგილობრივი კომპანიების პიარი, უცხო ქვეყნების კომპანიების მოზიდვა და მათი დაკავშირება კიოტოს კომპანიებთან. ვატარებთ გამოფენებსა და სხვადასხვა პროექტებს საზღვარგარეთ და აქვე, იაპონიაში.
რომელი ქართული კერძი ან პროდუქტი გენატრებათ განსაკუთრებით?
ყველაზე მეტად ტყლაპი, ახალი თხილი და სიმინდი მენატრება. აქაური სიმინდი ტკბილია და არ მომწონს, ახალი თხილი და ტყლაპიც არასდროს შემხვედრია. ტყემალი, მურაბები, აჯიკა სულ მქონდა, მაგრამ კორონას გამო ვეღარც მე ჩამოვდივარ და არც არავინ მოდის, რომ წამომიღოს ხოლმე.
რომელი იაპონური კერძია, რომელსაც შეხვდები ყველა შეკრების დროს, ოჯახურ თუ მეგობრების წრეში.
რომელ ოჯახშიც უნდა მიხვიდეთ, აუცილებლად დაგხვდებათ მისოს სუპი, რომელსაც პატარა ფიალებით მოგართმევენ, ცუკემონო იგივე ბოტნეულის მწნილი, ოღონდ ისეთი მჟავე არ არის როგორც ჩვენთან.
ახლა უკვე მხოლოდ დედების თაობა ამზადებს ბევრნაირ კერძს, ახალგაზრდებს თუ ესტუმრებით, უმეტესად პიცას გამოიძახებენ, სუშის ან წინასწარ შეათანხმებთ ერთმანეთთან და ზოგი დესერტს მოიტანს, ზოგი სასმელს, ასე ივსება მაგიდა.
სადღესასწაულო კერძების შესახებ მოგვიყევით.
იაპონიის სადღესასწაულო კერძებიდან, ალბათ ახალი წლის ტრადიციულ კერძს გამოვარჩევდი. ოსეჩი - არის სხვადასხვა კერძებისგან შემდგარი, ლამაზად გაფორმებული ბენტოს ყუთი (ლანჩბოქსს რომ ეძახიან), რომელსაც ახალი წლის დადგომის შემდეგ ჭამენ. ახალი წლის დადგომამდე კი სობას მიირთმევენ. Სობა წიწიბურას ფქვილისგან დამზადებული ნუდლსია. Სხვა დღესასწაულებს რაც შეეხება, ბევრი სეზონური კერძი ან დესერტი აქვთ. Მაგალითად გაზაფხულზე საკურა ყვავის და შესაბამისად დესერტებიც სულ ვარდისფერია, ბენტოს ყუთებშიც კი საკურას პატარა ელემენტი მაინც არის შეტანილი.
თებერვალში არის მოძრავი რელიგიური დღესასწაული სეცუბუნი, რომლის დროსაც, წინა წლის ბოროტ ძალებს და ცუდ მოვლენებს ვაყოლებთ ამ დღეს, სპეციალური რიტუალებითა და ამ დღისთვის დამზადებული მაკიძუშით და ა.შ.
რა კერძებს ამზადებთ ყველაზე ხშირად სახლში?
თითქმის ყოველდღე სახლში ვამზადებ. კერძებს ხასიათის და ამინდის შესაბამისს ვარჩევ ხოლმე. Როცა ძალიან დაღლილი ვარ, მარტივად მოსამზადებელი კერძები მირჩევნია. Ხშირად ვამზადებ ქართულ კერძებს, ჩახოხბილი მიყვარს ძალიან. ასევე ხშირად ვამზადებ იაპონურ კერძებსაც, მიყვარს ახალი გამოწვევები და უმეტესად პინტერესტის აპლიკაციაში ვათვალიერებ ვახშმის იდეებს, მერე ჩემებურად დავამუშავებ და ვაკეთებ. ერთფეროვნება არ მიყვარს, ამიტომ ვცდილობ ერთი და იგივე მენიუ ნაკლებად ვაბრუნო, მიყვარს ფერადი კერძები, უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურება.
რომელ იაპონურ კერძს გააცნობთ გასტრო გიდის მკითხველს?
გასტრო გიდის მკითხველისთვის უამრავი კერძის გაცნობა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ყველა ინგრედიენტის პოვნა ალბათ გაჭირდება, ამიტომ ყველაზე მარტივი ავარჩიე და მის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ოიაკოდონ-ი, იგივე დედა-შვილის თასი, ანუ ქათმისა და კვერცხის თასი.
ოიაკოდონი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი და ძალიან პოპულარული კერძია. Ძირითადად სადილზე მიირთმევენ ხოლმე, სამსახურებიდან შესვენებაზე გამოსული, კოსტიუმში გამოწყობილი იაპონელები.
ინგრედიენტები 1 ულუფისთვის 1 ცალი ქათმის ბარკლის უძვლო ხორცი. 0.25 გ თეთრი ხახვი 1 ცალი მოზრდილი კვერცხი. |
სანელებლები: 60 მლ დაში - თევზის ბულიონი, რომლის ფხვნილის ან პირდაპირ წვნიანის სახით შეძენაა შესაძლებელი. 1 სუფრის კოვზი ან 0.75მლ მირინი 1 სუფრის კოვზი ან 0.75მლ საჭმლის საკე 1 სუფრის კოვზი ან 0.75მლ სოიოს სოუსი 1 სუფრის კოვზი ან 0.75მლ შაქარი |
ასევე დაგჭირდებათ 1 ულუფა ბრინჯის მომზადება და ოხრახუშის რამდენიმე ფოთოლი.
ვიწყებთ Სანელებლების მომზადებით:
ერთად მოათავსეთ სოიოს სოუსი, მირინი, საკე და დაში მცირე ზომის ფიალაში, დაამატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება. (შესაძლოა მთლიანად არ დაგჭირდეთ გამოყენება, ამიტომ შეგიძლიათ სამომავლოდ შეინახოთ სოუსის მორჩენილი ნაწილი).
დაჭერით ხახვი მრგვალ, თხელ ნაჭრებად. ოხრახუში ოდნავ მოზრდილ ნაჭრებად. ცალკე ფიალაში ათქვიფეთ კვერცხი.
დიაგონალურად დაჭერით ქათმის ხორცი, დაახლოებით 4სმ-ის ზომაზე.
მოვამზადოთ ოიაკოდონი:
დაახლოებით 20სმ-ის ზომის ტაფაზე დავაყაროთ ხახვი. დავასხათ სოუსის ½
ან უბრალოდ იმდენი, რომ ხახვი სრულად დაიფაროს.
დავამატოთ ქათმის ხორცი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე.
როცა წამოდუღდება, ცეცხლს დავუწიოთ ოდნავ, თუ ქაფი გაიკეთა, მოვაშოროთ, დავაფაროთ თავსახური და დაახლოებით 5 წუთით ვხარშოთ ან იქამდე, სანამ ქათამი მომზადდება.
გასინჯეთ წვნიანი და თუ სოუსი აკლია ჩაამატეთ. Ნელ-ნელა ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი და დაელოდეთ სანამ გამზადდება. იაპონელები ოდნავ თოხლოს ჭამენ ხოლმე.
მოზრდილ ფიალაში მოათავსეთ მოხარშული ბრინჯი და ზემოდან მოასხით გამზადებული ქათამი და კვერცხი. Შეგიძლიათ ოხრახუში უმადაც მოაყაროთ. იაპონიაში არის ასეთი სუნელი სანშო, რომელსაც ზემოდან აყრიან ოიაკოდონს და რომელიც, ჩემი აზრით, ტარხუნას გემოსთან არის ყველაზე ახლოს.
ავტორი:
ნინო მეგრელიძე