• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ფსტის და ჟოლოს ტორტი

“პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა გული ყოველთვის სამზარეულოსკენ მიმიწევდა. გავიზარდე ოჯახში, სადაც  ჭირვეული ბავშვის კვება ორი ბებიის თავის ტკივილი იყო.
დიდი ბებია უკრაინელი მყავდა, რომელსაც საოცარი ხელი და გემოვნება ჰქონდა, სახლში მზადდებოდა უამრავი საჭმელი, იქნებ რომელიმე ყოფილიყო ჩემთვის სასურველი. ყოველ დილით მიმზადებდა დღემდე ჩემთვის საყვარელ ბლინებს, რომელიც არასდროს მბეზრდებოდა.
 რა თქმა უნდა, სულ ჩართული ვიყავი მომზადების პროცესში. აქედან დაიწყო,  ჩემი  დიდი სიყვარული და ინტერესი სამზარეულოს მიმართ. 
ცხოვრებაში მაქსიმალისტი ვარ და გადავწყვიტე ეს პროფესია, უფრო მაღალ დონეზე შემესწავლა. ჩავაბარე საქართველოს კულინარიის აკადემიაში, კონდიტერიის მიმართულებით, სადაც საკმაოდ დიდი განათლება და გამოცდილება მივიღე. ამან კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ინტერესი, მესწავლა უფრო და უფრო მეტი და მიმეღწია სასურველი მიზნისთვის.
მეგობრების დაჟინებული თხოვნით, სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოვაყალიბე კომპანია - Frangipane (ფრანჟიპანი), სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო ნაწარმი. ამ ეტაპზე, დესერტების შეძენა მხოლოდ ონლაინ ხდება, თუმცა წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს და იმედია სულ მალე გაიხსნება ჩემი ოცნების სივრცე.” - ნინო მგელაძე
 

 ფსტის და ჟოლოს ტორტი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

 ფსტის და ჟოლოს ტორტი

ინგრედიენტები

კვერცხი

3 ცალი

შაქარი

410 გრამი

ხორბლის ფქვილი

90 გრამი

ფსტის ფქვილი

200 გრამი

ვანილი

1 ცალი

ჟოლოს პიურე

200 გრამი

გაყინული ჟოლო

100 გრამი

ჟელატინი

35 გრამი

შედედებული რძე

150 გრამი

რძე

170 მილილიტრი

თეთრი შოკოლადი

220 გრამი

ნაღები 33-35%

410 მილილიტრი

წყალი

125 მილილიტრი

გლუკოზა

225 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ფსტის ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კვერცხი - 3ც, შაქარი -105 გ, ხორბლის ფქვილი - 90 გ, ფსტის ფქვილი - 50 გ ვანილი. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით 10 წთ საშუალო სიჩქარეზე. დავამატოთ ფქვილოვანი მასა, ამოვურიოთ მარიზით დელიკატურად. ცომი ჩავასხათ მეტალის ფორმაში. გამოვაცხოთ 170 -180 C-ზე 30 წთ. ფორმის დიამეტრი 20 სმ.

საფეხური

droplet

2

chef
ჟოლოს ჟელესთვის დაგჭირდებათ: ჟოლოს პიურე - 200 გ, შაქარი - 50 გ, გაყინული ჟოლო - 100 გ, ჟელატინი - 7 გ. ჟოლოს პიურე და შაქარი მივიყვანოთ ადუღებამდე. ცხელ მასაში ჩავამატოთ წინასწარ დამბალი ჟელატინი. ლითონის უძირო ფორმას ამოვაკრათ გრინი, ჩავასხათ პიურე, დავამატოთ გაყინული ჟოლო და გავყინოთ. ფორმის დიამეტრი 18 სმ.

საფეხური

droplet

3

chef
ფსტის ფენის მოსამზადებლად 100 გ ფსტის ფქვილი და 150 გ შედედებული რძე კარგად ავურიოთ. ლითონის უძირო ფორმას ამოვაკრათ გრინი, ჩავასხათ მასა და გავყინოთ. ფორმის დიამეტრი 18 სმ.

საფეხური

droplet

4

chef
ფსტის მუსის ინგრედიენტებია: ჟელატინი - 10 გ, რძე - 170 მლ, შაქარი - 30გ, თეთრი შოკოლადი - 120 გ, ნაღები 33%-35% - 400 მლ, ფსტის ფქვილი - 50 გ. რძე, ფსტა და შაქარი მივიყვანოთ ადუღებამდე.

საფეხური

droplet

5

chef
ადუღებული მასა დავასხათ შოკოლადს, დავამატოთ წინასწარ ცივ წყალში დარბილებული ჟელატინი და გადავურიოთ. მასა გავაგრილოთ 35 გრადუსამდე და გადავურიოთ მსუბუქად ათქვეფილი ნაღები.

საფეხური

droplet

6

chef
ტორტის აწყობა: ლითონის უძირო ფორმას ამოვაკრათ გრინი და ჩავაფინოთ საკონდიტრო ლენტი. ჩავასხათ მუსის 1/2. ჩავდოთ ჟოლოს ჟელე, დავასხათ ზემოდან დარჩენილი მუსის მასა. ბისკვიტი გავყოთ 2 ნაწილად, ამოვჭრათ (დიამეტრი 18 სმ), დავადოთ გაყინული ფსტის ფენა, ფსტის ფენით ქვემოთ და ჩავძიროთ მუსში. (ვიყენებთ მხოლოდ ბისკვიტის ერთ ნაწილს). ტორტი გავყინოთ. გაყინულ ტორტს გადავასხათ მინანქარი და მოვრთოთ სურვილისამებრ.

საფეხური

droplet

7

chef
სარკისებური მინანქრისთვის დაგჭირდებათ: ჟელატინი - 18 გ, წყალი -125 გ, შაქარი - 225 გ, გლუკოზა - 225 გ, ნაღები 33%-35% - 10 გ, თეთრი შოკოლადი - 100 გ. ჟელატინს დავალბობთ წინასწარ. წყალი, შაქარი, გლუკოზა და ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე. ოდნავ გავაგრილოთ და დავასხათ შოკოლადს. დავამატოთ ჟელატინი და დავაბლენდეროთ. (სურვილისამებრ დავამატოთ საკვები საღებავი). მასა კონტაქტურად დავგრინოთ და შევინახოთ მაცივარში 12 საათით სტაბილიზაციისთვის. გამოყენების წინ შევათბოთ და დავაბლენდეროთ. სამუშაო ტემპერატურა 27-30 გრადუსი. მინანქარი გადავასხათ გაყინულ ტორტს.

სერვირება

droplet

8

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone