Search
ან
ისპანახის გორგალი
30-60 წუთი
საშუალო
500+ კკალ

მე ვარ ეკა კაველიძე, პროფესიით იურისტი - სამართლის დოქტორი.  ვარ რამდენიმე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ტრენერი სამართლის მიმართულებით. ერთი შეხედვით, ჩემი პროფესია კულინარიასთან შეუთავსებელია, მაგრამ  ვცდილობ ეს ერთგვარი სტერეოტიპი დავამსხვრიო, რადგან იურისტებსაც შეგვიძლია გემრიელად მომზადება :)

ბავშვობაში დედას ვეხმარებოდი სხვადასხვა კერძების და დესერტების მომზადებაში, გააზრებულად კი კულინარიით 8 წლის წინ დავინტერესდი და პირველად  ჟოლოს ტარტი მოვამზადე.

მას შემდეგ უფრო დიდი ინტერესი გამიჩნდა, რომ ამ სფეროში მეტი ცოდნა და გამოცდილება დამეგროვებინა. თვალს ვადევნებდი ცნობილი შეფების საქმიანობას, ვეძებდი და ვამუშავებდი განსხვავებულ რეცეპტებს, თანდათან ვსწავლობდი პროდუქტების სწორ დამუშავებას და გამოყენებას, როგორც კულინარიული, ასევე ჯანსაღი კვების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში ვითვალისწინებდი გამოცდილი მეგობარი კულინარების რჩევებს და რეკომენდაციებს.

დროთა განმავლობაში შევიძინე სათანადო ინვენტარიც, დავხვეწე ცხობის/მომზადების ტექნიკაც და უკვე ჩემი საავტორო რეცეპტებიც გამაჩნია, რომელსაც სიამოვნებით ვუზიარებ კულინარიით დაინტერესებულ პირებს, სოციალური ქსელების მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლი და მოყვარული კულინარი ვარ, ჩემთვის ეს საქმიანობა უკვე ჰობიზე მეტია და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. მაბედნიერების როგორც მომზადების პროცესი, ასევე მიღებული შედეგი, რომელიც მეგობრებს და ოჯახის წევრებსაც მოსწონთ.

ეხლა კი გიზიარებთ ერთ-ერთ ყველაზე გემრიელი და ლამაზი კერძის რეცეპტს, რომელსაც ისპანახის გორგალი შევარქვი. იმედია მოგეწონებათ და ხშირად მოამზადებთ ხოლმე 

ინგრედიენტები
600 600 გრ. ისპანახი
1 1 კგ. ფენოვანი ცომი (შეგიძლიათ მოამზადოთ თავად ან გამოიყენოთ მზა)
350-400 350-400 გრ. ფეტა
4 4 კვერცხი
4-5 4-5 მწვანე ხახვი
3-4 3-4 რძე
3 3 კბილი ნიორი
1 1 მწიკვი მუსკატის კაკალი (ჯავზი)
1 1 ლიმონის ცედრა
1 1 ხმელი ორეგანო
2 2 ზეთი,
1 1 კარაქი
1-2 1-2 მწიკვი მარილი (გემოვნებით)
1-2 1-2 მწიკვი პილპილი (გემოვნებით)
საფეხური 1
საშუალოზე მაღალ ცეცხლზე გავახუროთ ტაფა და ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანე ხახვი. როგორც კი ოდნავ მოიბრაწება, დავამატოთ კარაქი და ისპანახი.
საფეხური 2
2-3 წუთში ამოვურიოთ და ვშუშოთ კიდევ 2 წუთი, ამასობაში დავამატოთ ლიმონის ცედრა, მარილი და პილპილი გემოვნებით, მწიკვი მუსკატის კაკალი და ორეგანოს ნაწილი. როგორც კი ისპანახი სრულად დარბილდება, მზადაა.
საფეხური 3
ამასობაში, გავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ რძე და კარგად ავურიოთ, დავუმატოთ მარილი და მორჩენილი ორეგანო. ამ მასაში ჩანგლით ჩავჭყლიტოთ ფეტა, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. როგორც კი კვერცხი და ფეტა ერთმანეთს სრულად შეერევა, მასაში ვამატებთ მოშუშულ ისპანახს და კარგად ამოვურევთ.
საფეხური 4
გავაბრტყელოთ ცომი 1.5-2 სმ სისქეზე წრიულად და ამოვაფინოთ საცხობ ფორმას სრულად, ისე, რომ ცომის ნაწილი (3-4 სმ) ფორმიდან გადმოდიოდეს.
საფეხური 5
ცომი კარგად მოვაფინოთ ფორმას, განსაკუთრებით კუთხეებში. ცომჩაფენილ საცხობ ფორმაში გადავიტანოთ ისპანახიანი მასა და თანაბრად გავანაწილოთ. ფორმიდან გადმოსული ცომი კი დავაფინოთ შიგთავსს იმგვარად, რომ შუა ნაწილი ღია დარჩეს.
საფეხური 6
გორგალს ვაცხობთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში თავიდან ქვედა წვის რეჟიმზე, ხოლო ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში ქვედა-ზედა წვის რეჟიმზე.
საფეხური 7
გამომცხვარ გორგალს გაგრილების შემდეგ შემოხსენით ფორმა და დაჭერით.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!