• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

მარწყვის ტორტი

მარწყვის ტორტი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

ნინო მეგრელიძე

რეცეპტის ავტორი

ნინო მეგრელიძე

მარწყვის ტორტი

ინგრედიენტები

შაქარი

150 გრამი

პიტნა

10 გრამი

რძე

300 გრამი

კვერცხის გული

3 ცალი

სიმინდის სახამებელი

30 გრამი

კარაქი

30 გრამი

ნაღები

150 გრამი

მარწყვი

300 გრამი

ფქვილი

50 გრამი

კვერცხი

3 ცალი

საფეხური

droplet

1

chef

მარწყვის ტორტი პიტნის მსუბუქი არომატით და უნაზესი კრემ-დიპლომატით იდეალური საგაზაფხულო დესერტია. ეცადეთ დეკორისთვის თანაბარი ზომის, საღი მარწყვი შეარჩიოთ. მოცემული გრამაჟი ერთ 16 სმ დიამეტრის ყალიბზეა გათვლილი. თუ უფრო დიდ ყალიბში ამზადებთ, გააორმაგეთ ინგრედიენტების რაოდენობა. ყალიბად გამოდგება ნამცხვრის გასახსნელი ფორმის რგოლი ან სპეციალური საკონდიტრო ყალიბი.

საფეხური

droplet

2

chef
პირველ რიგში მოვამზადოთ სანამი - 40 გრ შაქარი, 80 გრ წყალი და 5 გრ პიტნა მოათავსეთ ქვაბში და ადუღეთ 2-3 წუთი. გააგრილეთ პიტნასთან ერთად, შემდეგ გადაწურეთ. სანამი შეინახეთ გამოყენებამდე. კრემის მოსამზადებლად წამოადუღეთ 300 გრ რძე და 5 გრ პიტნა. გადმოდგით ცეცხლიდან და დააყოვნეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ, პიტნა აღარ დაგვჭირდება, რძიანი ქვაბი ხელახლა შემოდგით ცეცხლზე. მოზრდილ ჯამში ხელის სათქვეფით ათქვიფეთ 3 კვერცხის გული და 60 გრ შაქარი, როდესაც მასა გაერთიანდება და გაღიავდება, დაუმატეთ 30 გრ სიმინდის სახამებელი, კარგად მოურიეთ. ადუღებული რძის ნაწილი ჩაასხით კვერცხიან ჯამში, ურიეთ ერთგვაროვნებამდე, დაასხით დარჩენილი რძე, მოურიეთ და დააბრუნეთ ქვაბში. კრემი მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე განუწყვეტელი მორევით, ხელის სათქვეფით. ხარშეთ 3 წუთი. გადმოდგით და ქვაბშივე დაუმატეთ 30 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი, კარგად გადათქვიფეთ ვიდრე კარაქი არ დადნება. კრემი გადაიტანეთ სუფთა ჯამში და დააფარეთ გრინი კონტაქტურად. დაელოდეთ კრემის გაცივებას.

საფეხური

droplet

3

chef
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ბისკვიტისთვის მიქსერით ათქვიფეთ 3 კვერცხი და 50 გრ. შაქარი. კვერცხის მასა უნდა გახდეს ღია ფერის, ფაფუკი და დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდოს მოცულობაში. დააცერით 50 გრ. ფქვილი და სპატულას დახმარებით დელიკატურად მოურიეთ წრიული მოძრაობით ქვევიდან ზევით, სანამ ფქვილი სრულად არ გაიხსნება. ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. ცომი თანაბრად გადაანაწილეთ მთელ ფირფიტაზე. აცხვეთ 12 წუთი (ზედა-ქვედა რეჟიმი ელექტრო ღუმელში). გამოღებისთანავე გადაიტანეთ გრილზე, ამოატრიალეთ და ააცალეთ საცხობი ქაღალდი. დაელოდეთ ბისკვიტის შეგრილებას და ამოჭერით ყალიბის ზომის ორი რგოლი. ბისკვიტის გამოცხობა წინა დღეს შეგიძლიათ, მთავარია ჰერმეტულად შეფუთოთ გამოყენებამდე.

საფეხური

droplet

4

chef
კრემი და ბისკვიტი შეგრილებულია, შეგვიძლია დავიწყოთ ტორტის აწყობა. მოამზადეთ ლანგარი ან ნამცხვრის თეფში სერვირებისთვის. დაადეთ ყალიბი. სასურველია ყალიბში მოათავსოთ საკონდიტრო ლენტი. მოხარშული საკონდიტრო კრემი ათქვიფეთ მიქსერით, მასა უნდა გახდეს პრიალა და ერთგვაროვანი. მეორე ჯამში ათქვიფეთ 150 გრ ნაღები, საშუალო სისქემდე - არც ძალიან თხევადი, არც ძალიან მყარი. კრემს დაუმატეთ თითო კოვზი ათქვეფილი ნაღები და დელიკატურად გადაურიეთ. მიღებული კრემი გადაიტანეთ საკრემავ ტომარაში. დაახლოებით 10 ცალ მარწყვს მოაცალეთ ყუნწები და გაჭერით სიგრძეზე. დარჩენილი მარწყვი დაჭერით კუბებად, რამდენიმე გადაინახეთ მოსართავად.

საფეხური

droplet

5

chef
ყალიბში ჩადეთ ბისკვიტი, დანამეთ ფუნჯით. დაალაგეთ გაჭრილი მარწყვები ყალიბის გაყოლებაზე, მთელ წრეზე. კრემით ამოავსეთ ცარიელი ადგილები. ბისკვიტს თხლად გადაუსვით კრემი, დაყარეთ დაჭრილი მარწყვი, ისევ კრემი და გადაასწორეთ შპატელით.

საფეხური

droplet

6

chef
დაადეთ მეორე ბისკვიტი და დანამეთ. საკრემავი ტომრით დასვით ბურთები ან სასურველი ფორმის დეკორი. შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.

სერვირება

droplet

7

chef
მორთეთ მარწყვის ნაჭრებით და პიტნის ფოთლებით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone