• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

გუაკამოლე საფერავის პურით და კრევეტებით

ვარ 25 წლის შეფ-მზარეული, სასტუმრო "დაკარგული ქოხის" და რესტორან "ოქროს თევზის" ბრენდ-შეფი, ღრმა ბავშვობიდან მიტაცებს კულინარია და ვთვლი რომ მანაც მე ამირჩია. გამოცდილება მივიღე ბევრ წარმატებულ შეფ მზარეულთან, როგორც გერმანიაში, ისე ავსტრიაში. ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი გავუზიარო აქ მყოფ მზარეულებსაც. ვთვლი რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს გასტრონომიულ სივრცეში, თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეგვიძლია იმ შედეგს მივაღწიოთ, რითაც საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი და სხვა განვითარებული ქვეყნებია განთქმული. მიზნად დასახული მაქვს სიახლეები შემოვიტანო ქართულ გასტრონომიულ კულტურაში და ასევე გავაცოცხლო ძველი ბებია-ბაბუების კერძები ჩემი ახლებლური ხედვებით. მსურს, რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება თავად განსაზღვროს კერძის ხასიათი და ემოციური დონე, აირჩიოს რა უფრო მეტად სასიამოვნოა მათთვის და რა უფრო პატივსაცემი. ჩემი კერძის ვიზუალი და გემოები ძირითადად ინსპირირებულია მრავალფეროვანი თემათიკებით, ძირითადად ეს არის - ტრადიცია და ახალი გემოები, მათი არასტანდარტული და ხანდახან წაურმოუდგენელი თავსებადობებიც კი.

გუაკამოლე საფერავის პურით და კრევეტებით

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

აპეტაიზერი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

საბა იჩქიტიძე

რეცეპტის ავტორი

საბა იჩქიტიძე

გუაკამოლე საფერავის პურით და კრევეტებით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ავოკადო

0.5 ცალი

დიდი ზომის კრევეტი

2 ცალი

საფერავის პური

0.5 ცალი

პომიდორი

12.5 გრამი

ნიორი

5 გრამი

მარილი

1 გრამი

წიწაკა

0.25 გრამი

ქინძი

10 გრამი

კამა

7.5 გრამი

ზეითუნის ზეთი

10 მილილიტრი

ნივრის ფხვნილი

2.5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ავოკადო გავჭრათ და ამოვიღოთ კურკა, დავჭრათ კუბებად და ჩავსრისოთ დანით (პიურეს კონსისტენციამდე), დავამატოთ დანაყული ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა და მარილი. მოვაყაროთ ნივრის ფხვნილი და მოვასხათ ზეითუნის ზეთი, კარგად ავურიოთ.

საფეხური

droplet

2

chef

კრევეტები შევწვათ ზეითუნის ზეთში, დანაყულ ნიორთან ერთად 1-2 წუთის განმავლობაში (როგორც კი ფერს იცვლის და ოქროსფერი გახდება, კრევეტები მზადაა).

საფეხური

droplet

3

chef
საფერავის პური იზილება ქართული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, მშრალ საფუარზე. რეცეპტისთვის შესაძლებელია სხვა პურის გამოყენება. პურს ვჭრით 1/2 ნაწილად, ზემოდან ვათავსებთ გუაკამოლეს (მომზადებულ მასას) და ვალაგებთ კრევეტებს.

სერვირება

droplet

4

chef
გემრიელად მიირთვით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone