Search
Or
კალმახი ფეიხოას საწებლით
0 - 30 Min
საშუალო
მსუბუქი
1
0-200 Kcal

თევზი შეიცავს ადამიანებისათვის აუცილებელ ვიტამინებს a, b, d, e. ასევე მნიშვნელოვან ნივთიერებებს და ელემენტებს როგორიცაა კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ფტორი. ფეიხოა კარგია ავიტამინოზის და დაქვეითებული იმუნიტეტის ასამაღლებლად, ასევე იოდით მდიდარი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია.











ingredients
2 2 კალმახი
300 300 გრ. ფეიხოა
100 100 მლ. ზეთი
1 1 ცალი ლიმონი
20 20 გრ. შაქარი
30 30 გრ. ქინძი
2 2 კბილი ნიორი
2 2 გრ. მარილი
2 2 გრ. პილპილი
step 1
კალმახი გავასუფთაოთ შიგნეულობისაგან, სურვილისამებრ ფხებისგანაც, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, თხელ ფენებად დაჭრილი ლიმონი ჩავაწყოთ კალმახის შუაგულში,ე.წ. "ჟარონაზე" დავაფინოთ ალუმინის ფურცელი და წავუსვათ ზეთი, თევზი რომ არ მიეკრას, შემდეგ მოვათავასოთ კალმახი და შევფუთოთ ყოველი მხრიდან, წინასწარ 165 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთის მანძილზე.
step 2
გავრეცხოთ ფეიხოა. მოვაჭრათ თავი და ბოლო და დავჭრათ რგოლებად, ჩავყაროთ პატარა ქვაბში და დავასხათ წყალი, ოდნავ რომ დაიფაროს. დავდგათ საშუალო ზომის ცეცხლზე და წამოვადუღოთ, ორი წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავწუროთ. (ნახარში არ გადაღვაროთ). დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, შაქარი, გადაწურული წვენით გავათხელოთ საწებელი სასურველ კონსისტენციამდე, დავამატოთ ლიმონის წვენი და მარილი გემოვნებით. ვაცადოთ გაგრილება

How To Serve

სუფრასთან მიტანისას, სასურველია თევზი იყოს თბილი, საწებელი კი - გრილი.

Useful Tips

თევზის ყიდვისას ყურადღება უნდა მიექცეს გარეგნობასა და სუნს. თევზის ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, თვალები უნდა ჰქონდეს გამჭირვალე და ამობურცული, ლაყუჩის სარქველები კი, დახურული.