• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ჩუროსი

ქართველებისთვის ე.წ."პონჩიკები" და "პიშკები" ყოველდღიურობის ნაწილია, მექსიკაშიც არსებობს ამგვარი დესერტი, მას ჩუროსი ქვია და ბევრი განსხვავებული ცომის ვარიაციით კეთდება. ჩემი საყვარელი კი ბანანისა და გოგრისაა. ამ რეცეპტში გოგრის ვარიანტს გავაკეთებთ, მაგრამ  იცოდეთ, რომ აქ ბანანი და გოგრა ურთიერთ შენაცვლებადია. რაც შეეხება თვითონ რეცეპტს, ამ კერძის მეტსახელი სიყვარულის ხრაშუნა ფუშფუშაა, რასაც ძალიან ლოგიკური განმარტება აქვს, ჩუროსი თან ფუშფუშაა, თან ხრაშუნობს და თან გასინჯვისთანავე გიყვარდება.

ჩუროსი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

ჩუროსი

ინგრედიენტები

ფქვილი

400 გრამი

დაფქული დარიჩინი

18 გრამი

დაფქვილი მიხაკი

3 გრამი

დაფქვილი ჯინჯერი

3 გრამი

მუსკატის კაკალი

1 ცალი

გოგრა ან გოგრის პიურე

120 გრამი

კარაქი

200 გრამი

ვანილის ექსტრაქი

10 გრამი

კვერცხი

4 ცალი

ყავისფერი შაქარი

270 გრამი

ქოქოსი დაფქვილი

15 გრამი

ქოქოსის რძე

50 მილილიტრი

საფეხური

droplet

1

chef

ერთმანეთს შევურიოთ ფქვილი, 1/3 დაფქული დარიჩინი, მთლიანად დაფქული მიხაკი, მთლიანად დაფქული ჯანჯაფილი და დაფქული ჯაოზი (იგივე მუსკატის კაკალი). წარმოიდგინეთ 4 ძალიან არომატული სუნელი შერეული ფქვილში, უკვე რამდენად ძლიერ არომატს იძლევა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

საფეხური

droplet

2

chef
თუ არ გვაქვს გოგრის პიურე, მოვხარშოთ კანგაცლილი გოგრის ნაჭრები დარბილებამდე (თუ კუბების ზომა 2 სმ-ია 20 წუთი დუღილი საკმარისია), გადავწუროთ და ვაქციოთ პიურედ. პიურე ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ მაღალ ცეცხლზე, დავუმატოთ 300 მლ წყალი, 140 გრ კარაქი და ვანილი, ავადუღოთ და თან მუდმივად ვურიოთ. გოგრის მასა ცოტა შევაგრილოთ და ფქვილიან და სუნელებიან ჯამში ჩავასხათ, კარგად მოვურიოთ. მასა სქელი იქნება. გავაგრძელოთ მორევა და დავამატოთ კვერცხი. გირჩევთ კვერცხი სათითაოდ შეაზილოთ. ცომი იქნება საკმაოდ სქელი, მაგრამ ერთგვაროვანი. ცომი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და დაასვენეთ 5 წუთით. პარალელურად, ერთმანეთს შეურიეთ ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და დაფქული ქოქოსი, რომელშიც ამოვავლებთ შემწვარ ცომს.

საფეხური

droplet

3

chef
ქვაბში, მაღალ ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი, და საკონდიტრო ტომარის საშუალებით, მოგრძო ფორმები ჩაასხით ზეთში, შეწვით სანამ ღია ყავისფერს არ მიიღებს. დაახლოებით 4-5 წუთი. შეწვის შემდეგ, მყისვე ამოავლეთ დარიჩინიან და ქოქოსიან შაქარში.

სერვირება

droplet

4

chef
შეგიძლიათ 150 მლ. ნაღები და 200 გრ. შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაალღვოთ, კარგად მოურიოთ და გამოიყენოთ სოუსად ჩუროსისთვის. კერძი იჭმევა ხელით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone