Search
Or
ქართული ყველის სალათი
0 - 30 Min
ადვილი
201-500 Kcal
ingredients
35 35 გრ. საფერავში დავარგებული სულგუნი
35 35 გრ. საფერავში დავარგებული თხის ყველი
30 30 გრ. ქონდრიანი ყველი
30 30 გრ. კალტი
25 25 გრ. თეთრი ყურძენი
25 25 გრ. წითელი ყურძენი
10 10 გრ. ნუში
10 10 გრ. ნიგოზი
5 5 გრ. შაქარი
50 50 გრ. თაფლი
50 50 გრ. მოცხარი
50 50 გრ. კიტრი
50 50 გრ. ჩერი პომიდორი
10 10 მლ. სოიოს სოუსი
10 10 მლ. ნიგვზის ზეთი
10 10 მლ. ზეითუნის ზეთი
10 10 გრ. სალათის ფოთოლი
15 15 გრ. მიწის თხილი
step 1
დავჭრათ ყველი სასურველი ზომის ნაჭრებად. წამოვადუღოთ 150 მლ. წყალი. დავუმატოთ შაქარი და თაფლი. დაველოდოთ გალღვობას და გაერთიანებას. მოვათავსოთ ტაფაზე ნიგოზი და თხილი. მოვასხათ სიროფი და გავუკეთოთ კარამელიზაცია. მოვათავსოთ პატარა ჯამში სოიოს სოუსი, ნიგვზის ზეთი და ზეითუნის ზეთი. კარგად ავთქვიფოთ.
step 2
გავთალოთ კიტრი გრძელ და თხელ ნაჭრებად. გავჭრათ შუაზე პომიდორი და ყურძენი. დავკეპოთ ნუში. დავალაგოთ კიტრის ნაჭრები წრეზე ისე, რომ მყარად იდგნენ და შეგვეძლოს ყველის მოთავსება. მოვასხათ დაჭრილ ყველს, პომიდორს, ნიგოზს და ყურძნის ნაწილს სოუსი და კარგად მოვურიოთ. მოვათავსოთ კიტრის "რგოლში". მოვაყაროთ გახეხილი კალტი.

How To Serve

მოვათავსოთ კიტრის ირგვლივ მოვათავსოთ დაჭრილი ყურძენი. გავაფორმოთ მოცხარით, კარამელიზირებული მიწის თხილით, ნიგვზით და სალათის ფოთლებით.